
ცნობილი ტელეწამყვანი და მსახიობი დუტა სხირტლაძე ტელეკომპანია „იმედის“ თანამშრომელი აღარ არის. მედიაში გავრცელებული ინფორმაცია ტელეარხმაც დაადასტურა.
„არხის დირექციის გადაწყვეტილებით, 10 დეკემბრიდან დუტა სხირტლაძე „ტელეიმედში” აღარ მუშაობს“, - წერია „იმედის“ ფეისბუკგვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.
აღნიშნულ ფაქტს სოციალურ ქსელში, სოცქსელის მომხმარებელი, 2007 წლის ნოემბრის თვეში გამართული აქციების მონაწილე გამოეხმაურა და სხირტლაძის ტელეკომპანიიდან გაშვების ფაქტს სამართლიანობის აღდგენა უწოდა.
„ეს ფაქტი ერთგვარ სამართლიანობის აღდგენად მიმაჩნია და გეტყვით რატომ პიროვნულად რა თქმა უნდა არაფერს ვერჩი, დუტა სხირტლაძე უდავოდ ნიჭიერია და კარგი შოუმენია, მაგრამ მისი სამოქალაქო პოზიცია და პოლიტიკური პრეფერენციები სხვა თემაა.
გუშინდელ დღესავით მახსოვს, როგორ გვიწოდა სულელები იმ ხალხს, ვინც 2007 წლის ნოემბრის დღეებში რუსთაველის გამზირზე ვიდექით და რეჟიმის წინააღმდეგ მშვიდობიან პროტესტს გამოვხატავდით.
სიტყვასიტყვით მახსოვს რაც თქვა მაშინ „რუსთავი 2“-ის ეთერში, რომ ერთადერთი კარგი რაც ახლა ხდება, ის არის, რომ იქ თინეიჯერები არ დგანან და ამ სულელებს არ უყურებენო.
სულელები გვიწოდა ათიათასობით ადამიანს, ვინც მშვიდობიან პროტესტს გამოვხატავდით მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ“, - ამბობს სოციალური ქსელის მომხმარებელი.
Watch on TikTok
ასევე დაგაინტერესებთ: