მომღერალი - ხატია წერეთელი გადაცემა „ფარული კონვერტის“ სტუმარი გახლდათ. მან პირადი ცხოვრების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ცოლიან კაცთან ჰქონდა ურთიერთობა.
„სამწუხაროდ, დამინგრევია ოჯახი. მქონდა ურთიერთობა და მატყუებდა რომ გაცილებული იყო.
ეს ადამიანი მიმტკიცებდა, რომ ერთ დიდ სახლში ცალკე ვცხოვრობთ, 2 შესასვლელი აქვს, ერთ ნაწილში მე და დედაჩემი ვცხოვრობთ მეორე ნაწილში გაშორებული ცოლი და შვილებიო. მითხრა, ასე იმიტომ ვარ რომ შვილებს ვერ ვთმობო, მეც დავიჯერე.
3 წლის მერე მათმა დამლაგებელმა მომძებნა და სიმართლე მითხრა. თურმე სახლს ორი შესასვლელი იმიტომ ჰქონია, რომ რძალ-დედამთილს ჰქონდა უთანხმოება, ის კაცი კი ცოლს გაშორებული არ ყოფილა. ამ ამბის გარკვევის შემდეგ, როგორც ვიცი დაშორდნენ და ვწუხვარ, რადგან რომ მცოდნოდა სიმართლე სხვანაირად მოვიქცეოდი“, - ამბობს წერეთელი.
ასევე დაგაინტერესებთ👇