Digest Logo

„გვამები ისე ყარს... მტკივნეულია, როცა დედა შენს თვალწინ კვდება, ძმა კი მასთან მიდის და ეუბნება: „დედიკო, ნუ გძინავს, გაიყინები“ - 16 წლის კატიას სულის შემძვრელი მონათხრობი

1648928069
უკრაინაში დაღუპულ მებრძოლები

„ტელეარხი 25”-ის ყოფილი დირექტორი მერაბ მერკვილაძე სოციალურ ქსელში 16 წლის უკრაინელი გოგოს სულის შემძვრელ ნაწერებს აქვეყნებს, რომელსაც „დაიჯესტი“ უცვლელად გთავაზობთ.

„მარიუპოლიდან ევაკუირებული 16 წლის კატიას სულის შემძვრელი მონათხრობი:

„ჩვენ ტუალეტში დავდიოდით, გვეძინა, ვჭამდით საკვების ნარჩენებს ერთ სარდაფში. როგორღაც, კოლია ბიძიამ მტრედი დაიჭირა, ეს იყო ალბათ, მეხუთე ან მეექვსე დღეს და ჩვენ ის შევწვით და შევჭამეთ. მერე კი, ჩვენ ყველამ ვაღებინეთ.

„როცა ჩვენი მეზობელი გარდაიცვალა, ხოლო ჩვენ [გვამი] ვერ გავიტანეთ, მას სუნი აუვიდა. შემდეგ სიჩუმე ჩამოვარდა და კოლია ბიძიამ ის გაიტანა, თავად კი, ნანგრევებში მოჰყვა. დედა ძალიან ტიროდა. მამის სიკვდილის შემდეგ, კოლია ბიძია ყველაზე ახლობელი ადამიანი იყო. ...გვამები ისე ყარს. ისინი ყველგან იყო. მე ძმას დედის შარფი ჩამოვახურე თვალებზე, რათა ეს არ ენახა.

„დედა ბოლომდე უძლებდა. ჩვენს ევაკუაციამდე სამი დღით ადრე, ის გარდაიცვალა. მე ძმას ვუთხარი, რომ მას ღრმად სძინავს და გაღვიძება არაა საჭირო. თუმცა, მგონი, ის ყველაფერს მიხვდა.

„იცით, როგორია ტკივილის შეგრძნება? მე ერთ დროს ბიჭი შემიყვარდა, მას კი, არ ვუყვარდი და მეგონა, რომ ეს მტკივნეულია. აღმოჩნდა, რომ მტკივნეულია, როცა დედა შენს თვალწინ კვდება. ძმა კი, მასთან მიდის და ეუბნება: „დედიკო, ნუ გძინავს, გაიყინები“ და ჩვენ ვერასდროს მივალთ მის საფლავთან. ის ნესტიან და ბნელ სარდაფში დარჩა.

„მე მძულს რუსეთი. ჩემი ღვიძლი ბიძა იქაა. იცით, მან დღეს ტელეფონში რა მითხრა? „კატია? რომელი კატია? გოგონა, მე თქვენ არ გიცნობთ. რომელი ომი, რომელი კატია?“ შემდეგ კი, სხვა ნომრიდან მომწერა: „კატენკა, არ მომწერო. ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის, ეს სახიფათოა. დედას კი, ვეღარ დავაბრუნებთ.“ მე ვერ ვიტან მათ! ეს ხომ მისი ღვიძლი და იყო?! ასე როგორ შეიძლება?

„...იცით, მე ვფიქრობ, დავბრუნდები მარიუპოლში. და ვიცხოვრებ იქ იმავე ადგილას. და ყოველთვის, ერთსა და იმავე დღეს ჩავალ ახალი სახლის სარდაფში და ყვავილებს დავდებ“.

~

მთავარი ფოტო არ ასახავს რეალობას! 

ასევე დაგაინტერესებთ👇

🔵 VIDEO: „იყო პერიოდი, როდესაც ავადმყოფურად ვიყავი“ - რატომ ატირდა თემურ თათარაშვილი პირდაპირ ეთერში

🔵 VIDEO: „მე ვერ ვხედავ სულიერ და მორალურ საჭიროებას ეს გავაკეთო“ - რა მიმართვას ავრცელებს მაქსიმ გალკინი

🔵„მიეცი გამძლეობა და თუ მართლა აღარ არის, დაუმკვიდრე ადგილი იქ, სადაც მართალნი განისვენებენ“ - ხათუნა ხოფერია