
ქართველი ემიგრანტი ცისნამი საყვარლიშვილი იტალიაში მრავალი წელი ცხოვრობდა. ახლა ის ამერიკაში ცხოვრობს, სადაც მან თავისი ცხოვრების სიყვარულიც იპოვა, თუმცა მის ცხოვრებაში შვილთან დაკავშირებული პრობლემებია, რაც მას ძალიან აწუხებს.
ცისნამიმ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ამერიკაში მის სახლთან ახლოს ხანძარია:
„გუშინ ჩამოვედით ჰემპტონებში. ეს გზა გამოვიარეთ და ყველაფერი რიგზე იყო. ახლა გვეუბნებიან რომ ჩვენს გარშემო ცეცხლია და სასწრაფოდ უნდა დავტოვოთ აქაურობა.
იმედია LA-ის ამბავი არ განმეორდება.
ვიმედოვნებ ჩვენს სახლამდე არ მოაღწევს და ჩააქრობენ. ისე საშინელი ქარია.
ფაქტია რომ არ არის კარგი ამბავი!“, - წერს ცისნამი საყვარლიშვილი.
⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🎥 როდის არის ნახშირის გამოყენება საშიში და რა სასარგებლო თვისებები აქვს მას? - არუნ ხათრის რჩევები