Digest Logo

„გვიყვარდეს ერთმანეთი... უნდა შევძლოთ, რომ სიძულვილის და ბოროტების მახინჯი კოშკები დავამსხვრიოთ ჩვენს ტვინებში!“ - ინგა მამუჩიშვილი ვალენტინობას გვილოცავს

1771099736
ინგა მამუჩიშვილი

ცნობილი პედიატრი ინგა მამუჩიშვილი საზოგადოებას სოციალურ ქსელში ვალენტინობას ულოცავს და სიყვარულის შესახებ ემოციურ პოსტს აქვეყნებს.

როგორც ექიმი აღნიშნავს, ვალენტინი სულაც არ სჭირდება სიყვარულს, ის გრძნობათა სარდალია, მას კანონებს ვერ დაუდგენ:

„სიყვარული არ არის მხოლოდ ემოცია. ეს არის არჩევანი, პასუხისმგებლობა და ზრუნვის უწყვეტი პროცესი. ის იბადება იქ, სადაც ყურადღება ხდება ღირებულება, ხოლო თანადგომა ყოველდღიური პრაქტიკა.
სიყვარული გვასწავლის ყოფნას ერთმანეთისთვის არა ხმამაღალი სიტყვებით, არამედ მშვიდი ერთგულებით.
სიყვარული მაშინ მოდის, როცა ხმაური ჩერდება და გული სწავლობს სუნთქვას სხვის რიტმზე.

როცა სიტყვებს აღარ სჭირდებათ ახსნა და მხოლოდ საყვარელი ადამიანის ყოფნაა საკმარისი.

სიყვარულის დღეს გილოცავთ. გისურვებთ სიღრმისეულ ურთიერთობებს, ჰუმანურს და მდგრადს, ერთი მიმართულებით ხედვას, ერთმანეთზე დაუსრულებელ ზრუნვას! ერთმანეთის მოსმენას და მოსმენილის სწორად გაგებას!

ვალენტინი სულაც არ სჭირდება სიყვარულს! სიყვარული გრძნობათა სარდალია, მას კანონებს ვერ დაუდგენ, გამორიცხულია! ის არ ცნობს, ვერ გუობს, გმობს ბატონებს! სიყვარულით ყველაფრის დაძლევა და გადალახვა შეიძლება! ყველა რომ მას დაემორჩილოს ძალიან ლამაზი იქნებოდა სამყარო! გვიყვარდეს ერთმანეთი  უნდა შევძლოთ, რომ სიძულვილის და ბოროტების მახინჯი კოშკები დავამსხვრიოთ ჩვენს ტვინებში!

არც ამ ქვეყნად მოსვლას გვეკითხება ვინმე და არც წასვლას, ამიტომ მოდით ერთმანეთის სიყვარულით ვიცხოვროთ და ვისუნთქოთ!!!! ნუ გავწირავთ ერთმანეთს, სიყვარულს გავამარჯვებინოთ სიძულვილზე!!

დავინდოთ ერთმანეთი და გვახსოვდეს, რომ ხვალინდელი დღე ჩვენ არ გვეკუთვნის“, - წერს ინგა მამუჩიშვილი. 

ასევე დაგაინტერესებთ:

მანუ მურღულიას ვალენტინობაზე ვარდების თაიგული აჩუქეს - მომღერალი ახალ ფოტოებს გვიზიარებს

„ლაშიკომ გამოგიგზავნაო...“ - რა კადრებს აქვეყნებს სალომე ბაკურაძე

„მანქანა გადავარდა და ცეცხლი წაეკიდა, ვერ მოასწრო გადმოსვლა...“ - ამერიკაში ქართველი ემიგრანტი დაიღუპა