Digest Logo

გზაში დაბადებული ახალი სიცოცხლე - რა მოხდა საგარეჯოში

1785575565
ექიმები ექიმები

საგარეჯოს სასწრაფო დახმარების რაიონულ სამსახურში გამოძახება შევიდა ლოზუნგით „მშობიარობა“. სასწრაფო დახმარების ბრიგადა დაუყოვნებლივ გავიდა გამოძახების მისამართზე და პაციენტთან მისვლამდე, მუდმივ კონტაქტში იყო ზარის ინიციატორთან.

ახალგაზრდა ქალს სამშობიარო ტკივილები სახლში დაეწყო. ოჯახის წევრებმა საკუთარი ავტომობილით კლინიკაში გადაყვანა გადაწყვიტეს, თუმცა პაციენტს გზაში ტკივილები გაუძლიერდა გადაადგილების გაგრძელება შეუძლებელი გახდა, რის გამოც ოჯახის წევრებმა ავტომობილი გააჩერეს და სასწრაფო დახმარების ბრიგადას დაელოდნენ.

ადგილზე მისვლისთანავე პაციენტის მდგომარეობის შეფასებისას აღმოჩნდა, რომ ახალგაზრდა ქალს მშობიარობა დაწყებული ჰქონდა. მდგომარეობიდან გამომდინარე, პაციენტის სასწრაფო დახმარების ავტომობილში გადაყვანისა და ჰოსპიტალიზაციისთვის დრო აღარ რჩებოდა. მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, ექიმებს მშობიარობა ადგილზე, მიეღოთ.

მყისიერად მომზადდა სამეანო აღჭურვილობა და სამედიცინო გუნდი ახალ სიცოცხლესთან შესახვედრად მოემზადა. რამდენიმე წუთში დაიბადა ბიჭუნა, რომელიც დაბადებისას ციანოზური იყო და სპონტანურად არ იტირა. ექიმმა ნანა ილაურმა დაუყოვნებლივ განახორციელა სასუნთქი გზებისა და პირის ღრუს სანაცია, მიაწოდეს ახალდაბადებულ ბავშვს ჟანგბადი, დახმარების შედეგად ახალშობილმა ტირილი დაიწყო.

მედპერსონალმა ადგილზე ჩაატარა ყველა აუცილებელი სამედიცინო მანიპულაცია, რის შემდეგაც დედა და ახალშობილი სასწრაფო დახმარების მანქანაში გადმოიყვანეს და სამშობიარო კლინიკაში გადაიყვანეს.
ნანა ილიაური მე-11 წელია საგანგებოს სიტუაციების კოორიდნაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ექიმია. მის პრაქტიკაში ეს მშობიარობის მიღების მეექვსე შემთხვევა იყო.

დროულმა გადაწყვეტილებამ და ბრიგადის პროფესიონალიზმმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ გადაუდებელ მედიცინაში თითოეული წუთს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

ექიმი ნანა ილაური;

ექთანი ქეთევანი ოკინაშვილი;

მძღოლი დავით უცუნაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ:

რომელი ენერგიაა ყველაზე ძლიერი სამყაროში და შემთხვევითია თუ არა „საბედისწერო შეხვედრა“ ჩვენს ცხოვრებაში

რისთვის არის კარგი დღე და რისგან ჯობს თავის შეკავება - ეზოტერიკოსის გაფრთხილება!

ტემპერატურა 35 გრადუსს მიაღწევს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი