მერაბ დვალიშვილმა UFC 306-ე ღონისძიების მთავარ ბრძოლაში დაამარცხა შონ ო'მალი და სუპერმსუბუქი დივიზიონის მსოფლიო ჩემპიონი გახდა. დვალიშვილი ამჟამად საქართველოში იმყოფება და შეხვდა ქართველ გულშემატკივარსაც.
ამჯერად იგი სოციალურ ქსელში აქვეყნებს პოსტს, სადაც გულშემატკივრებს მიმართავს და ამბობს, რომ მათთან შესახვედრად ბათუმში მიემგზავრება:
„მეგობრებო, გზაში ვარ და მოვდივარ ბათუმში. გარკვეული მიზეზების გამო თქვენთან შეხვედრა მაგვიანდება. შევხვდებით აჭარაბეთ არენასთან 18:30 საათზე.
ბოდიშს გიხდით დროის ცვლილების გამო“,- წერს მერაბ დვალიშვილი.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕„მზესავით ანათებ, როგორც ყოველთვის“ - ნანუკა ჟორჟოლიანის ახალმა ფოტოებმა სოცქსელი დაიპყრო
⭕„მგონი, ანორექსიკი ვხდები და ძალიან მიხარია“ - რა კადრებს აქვეყნებს ნეკა დოროყაშვილი