Digest Logo

„ჰაერის ტემპერატურა მნიშვნელოვნად მოიმატებს...“ - მომდევნო დღეების ამინდის პროგნოზი კობა ფარტენაძისგან

1778744379
ამინდი ამინდი

მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე სოციალურ ქსელში მომდევნო დღეების ამინდის პროგნოზს გვიზიარებს.

როგორც იგი განმარტავს, უახლოეს დღეებში საქართველოს ტერიტორიაზე  ჰაერის ტემპერატურის დაკლებასთან ერთად ყველგან იწვიმებს, ზოგან ძლიერად:

„14 მაისი - ცხელი და მზიანი დღე, შემდეგ ქარიანი წვიმა, მაისის სიურპრიზი ამინდის მხრივ!

14 მაისს საქართველოში მზიანი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა მნიშვნელოვნად მოიმატებს.

დასავლეთ საქართველოში +30 გრადუსამდე დაცხება, სანაპირო ზოლში +28, აღმოსავლეთ საქართველოში +26 გრადუსი დაფიქსირდება.

გვიან, საღამოს უეცარი დათბობის ფონზე, სანაპირო ზოლსა და დასავლეთ საქართველოში გაძლიერდება დასავლეთის ქარი და 15-16 მაისს მთელს ქვეყანაში ჰაერის ტემპერატურის დაკლებასთან ერთად ყველგან იწვიმებს, ზოგან ძლიერად.

გისურვებთ - მაისის სითბო გულებში დაგრჩეთ, წვიმას კი ნაყოფიერება მოეტანოს თქვენთვის...“, - წერს კობა ფარტენაძე.

 ასევე დაგაინტერესებთ:

„არ იმოქმედოთ პანიკით! ენერგიამ შეიძლება, გიბიძგოთ მკვეთრი გადაწყვეტილებებისკენ“ - რას მოგვიტანს 17 მაისის ახალმთვარეობა

ზოდიაქოს 3 ნიშანი, რომელთათვისაც 2026 წლის ივნისი ფინანსურად განსაკუთრებით ხელსაყრელი თვე იქნება

„დაიწყო ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი და გარდამტეხი ასტროლოგიური პერიოდი...“ - ეზოტერიკოსის გაფრთხილება ტყუპების ნიშანს!