ასტროლოგი და ფსიქოლოგი გიორგი ლოჯბანიძე საზოგადოებას სვეტიცხოვლობის დღესასწაულს ულოცავს და მცხეთას „უფლის ქალაქს“ უწოდებს.
როგორც იგი აღნიშნავს, ამ დღეს იდიდება საუფლო კვართი, სვეტი მირონმდინარე და აღინიშნება ღვთისმშობლის საფარველობა, წმინდა მეფე მირიანისა და დედოფალ ნანას, წმინდა სიდონიასა და სხვა დიდმოწამეთა ხსენება:
„ხომ ულამაზესია მცხეთა, თუმცა სვეტიცხოველი ამ უნიკალურობას საუფლო მადლით და არანორმალური ძალით ამშვენებს!
სვეტიცხოვლობას გილოცავთ!
ამ დღეს იდიდება საუფლო კვართი და სვეტი ღმრთივბრწყინვალე და მირონმდინარე!
ასევე, აღინიშნება ღვთისმშობლის საფარველის დღესასწაული, წმინდა მეფე მირიანისა და დედოფალ ნანას, წმინდა სიდონიასა და აბიათარ მღვდლის ხსენებაც მელქისედეკ კათალიკოსთან ერთად!
სწორედ ამ დღეს ეწამნენ წმინდა მოციქული ანანია, რომელიც მაცხოვრის სამოცდაათ უახლოეს მოწაფეთაგანი იყო, ღირსი რომანოზი, მოწამე დომნინე და ღირსმოწამე მიქაელი 36 ღირსმოწამესთან ერთად!
როგორც ბერი გაბრიელი იტყოდა: უფალს სამყაროში ყველაზე მადლიანი ადგილი სასუფეველი აქვს, ხოლო აქ - დედამიწაზე - მადლის მიხედვით, იერუსალიმის შემდეგ, ყველაზე წმინდა ადგილი სვეტიცხოველია, ხოლო მის შემდეგ სამთავროს მონასტერიო!
მცხეთა კი თვით უფლის ქალაქია!
სურნელია სიძველის და საქართველოს დამწვარი ქიმერა. მისი დამქრალი სუნთქვა დღესაც აცოცხლებს რელიგიურ არსს: საქართველოს ტახტებს და მაღალ ბრწყინვალებას!
ყველას შეგეწიოთ, უპირველეს ყოვლისა, კვართი უფლისა და ძალი მისი, ღვთისმშობელი და საფარველი მისი! ასევე, რა თქმა უნდა, სვეტიცხოვლის მადლი და ყველა იმ წმინდანის, ვინც ამ დღეს ქრისტესთვის ეწამა და სიკვდილით საუკუნო სიცოცხლე მოიპოვა!“, - წერს გიორგი ლობჯანიძე.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕რა არის ადამიანის ცხოვრების მთავარი აზრი? - გია მურღულიას სვეტიცხოვლობისადმი მიძღვნილი პოსტი
⭕„გლოვობ ყველაფერს, რაც გინდოდა მომხდარიყო და არ მოხდა“ - გიორგი რაზმაძის განმარტება