Digest Logo

III კლასის მოსწავლემ გაბრიელ გუდაძემ სტივ ჯობსის ამერიკულ აკადემიაში ჩააბარა - მან 100%-იანი გრანტი მოიპოვა

1771050286
გაბრიელ გუდაძე

III კლასის მოსწავლემ გაბრიელ გუდაძემ სტივ ჯობსის ამერიკულ აკადემიაში ჩააბარა - მან 100%-იანი გრანტი მოიპოვა.

სასიხარულო ინფორმაციას სოციალურ ქსელში სსიპ ანდრია რაზმაძის სახელობის ქუთაისის N41 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლის ადმინისტრაცია ავრცელებს:

„✨ ანდრია რაზმაძის სახელობის ქუთაისის №41 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლის III კლასის მოსწავლემ გაბრიელ გუდაძემ წარმატებით ჩააბარა სტივ ჯობსის ამერიკულ აკადემიაში.

🎓 ✅️გაბრიელმა 100%-იანი გრანტი მოიპოვა, რის შედეგადაც მისი სწავლა სრულად დაფინანსდა 1 წლის განმავლობაში 💯

📚 👏 ვულოცავთ გაბრიელს ამ მნიშვნელოვან მიღწევას და ვუსურვებთ კიდევ უფრო დიდ წარმატებებს მომავალში!“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

 ასევე დაგაინტერესებთ:

„14 თებერვალს სატურნი საბოლოოდ დაუბრუნდება ვერძის ზოდიაქოს ნიშანს...“ - რას პროგნოზირებს ასტროლოგი უჩა სიხარულიძე

⭕„ჩვენ თავს ბოროტებისაგან, ცოდვისაგან ვიცავთ ღმერთის სიყვარულით“ - თეოდორე გიგნაძე

⭕„რა ლამაზი ხარ“ - თათა ვასაძის ახალი ფოტოები და მოხიბლული გამომწერები