Digest Logo

იქნებ, არ ჩაგვექოლა 80 წლის ლეგენდა - შერმადინი კიკაბიძეს იცავს

1604392216
ნინი შერმადინი და ბუბა

29 ოქტომბერს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ შემაჯამებელ კონცერტზე, პარტიის სიის პირველმა ნომერმა, ბუბა კიკაბიძემ, სიმღერა „თბილისოს“ დასკვნითი ნაწილი რუსულად იმღერა, რასაც მოსახლეობის უარყოფითი შეფასება მოჰყვა.

82 წლის მომღერალს ერმა, საქციელი დაუწუნა და ოკუპანტი ქვეყნის ენაზე შესრულებული სიმღერა შეურაცხყოფად აღიქვა.

სწორედ ამ შეფასებებს გამოეხმაურა მომღერალი ნინი შერმადინი და აღნიშნა, რომ რუსეთისთვის საქარველო ბუბასთან ასოცირდება.

„იმაზე არ გიფიქრიათ, რომ რუსებს თავის ენაზე უმღერა მათვისვე გასაგებად ჩვენი ქვეყნის გაბრწყინებაზე?

არც „ნაცია“ ახლა აქ შუაში და არც „ქოცი“...

იქაც ბევრი მეგობარი მყავს და აქაც. ნუ შემდგებით ახლა ან თუ გნებავთ გადამიარეთ, მაგრამ მე მაინც მგონია, რომ ამ კაცმა ეპოქა შექმნა.

რუსეთისთვის საქარველო ბუბასთან და ნანისთან ასოცირდებოდა.

იმ დროს საბჭოთა კავშირი იყო და მეტი გასაქანი ჩვენ უბედურ ქვეყანას სხვაგან არსად ჰქონდა როცა „ორერა“, „რერო“, „ივერია“, „მზიურის“ ბავშვები და ა.შ ისტორიას ქმნიდნენ და ქარულად ამღერებდნენ რუსებს.

ვისგან იციან ან სულიკო ან თბილისო ან ჩიტო გვრიტო!

იქნებ ცოტა სხვა კონტექსტით შეგვეხედა და არ ჩაგვექოლა 80 წლის ადამიანი და მართლაც, რომ ლეგენდა კაცი.

კვლავაც გავმეორდები და ვიტყვი არა რუსეთს! რუსეთი ოკუპანტია!

ეს კონკრეტული პოსტი ეკუთვნის ბატონ ბუბას და არა რომელიმე პარტიას.

გული მწყდება ამდენ ლანძღვას რომ ვიგებ. მე ძალიან მიყვარს“,- წერს შერმადინი.

⚪ აგრეთვე დაგაინტერესებთ:

მიხეილ სააკაშვილი საქართველოშია?

სარკეში ჩაიხედე - სექს-სიმბოლო სკანდალში ეხვევა

ქართველი ცნობილები, რომლებმაც დეპუტატის მანდატი მოიპოვეს