Digest Logo

„ქვეყნის მთიან და მაღალმთიან ნაწილებში ითოვებს, ზოგან ძლიერად, ტემპერატურა შესამჩნევად დაიკლებს!“ - კობა ფარტენაძე

1738678190
 კობა ფარტენაძე

მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე სოციალურ ქსელში მომდევნო დღეების ამინდის პროგნოზს აქვეყნებს.

მისი თქმით, უახლოეს დღეებში ჰაერის ტემპერატურა შესამჩნევად დაიკლებს.  გარდა ამისა, ქვეყნის მთიან და მაღალმთიან ნაწილებში ითოვებს.

„ჰაერის ტემპერატურა შესამჩნევად დაიკლებს!

უახლესი მეტეოროლოგიური შეფასებით, მოსალოდნელია, რომ ჰაერის ტემპერატურა 5 თებერვლიდან ქვეყნის ტერიტორიის დასავლეთ ნაწილზე, ხოლო 6 -დან აღმოსავლეთში, არსებულთან შედარებით შესამჩნევად დაიკლებს, ცივი ამინდი მომდევნო 1 კვირის განმავლობაში გაგრძელდება.

გარდა ამისა, მოსალოდნელია, რომ აღნიშნულ პერიოდში ჩვენი ქვეყნის მთიან და მაღალმთიან ნაწილებში ითოვებს, ზოგან ძლიერად.

რაც შეეხება დაბლობსა და ბარს, დაბალი ტემპერატურის მიუხედავად, წვიმასთან ერთად შესაძლებელია მხოლოდ თოვლჭყაპი, ინტენსიური თოვა მოსალოდნელი არ არის.

მნიშვნელოვანია დაიცვათ რთული მეტეოპირობების დროს არსებული რეკომენდაციები, უახლესი მეტეოროლოგიური შეფასებები და ადრეული გაფრთხილება - შესაძლო თოვის, ყინვისა და შეზღუდვების შესახებ.

გისურვებთ მშვიდობიან დღეებს“, - წერს მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე.

ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 რა არის პიგმენტური ლაქები და რატომ ჩნდება სხეულზე - დერმატოლოგის განმარტება

ხორცის არასწორი შენახვა საკვები მოწამვლის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია - რამდენ ხანს შეიძლება ხორცის შენახვა მაცივარში?

„წყალი ბაკურიანი“ განცხადებას ავრცელებს