Digest Logo

„ილა გოგო 4 ❤️🎉“ - დათო ხუჯაძე შვილს დაბადების დღეს ულოცავს

1767080216
 დათო ხუჯაძე

მომღერალი დათო ხუჯაძე წლებია პროფესიიდან გამომდინარე მედიის ყურადღების ცენტრშია. 49 წლის მომღერალი მსმენელს ახალი რეპერტუარებით დღემდე ანებივრებს. ხუჯაძე ერთ დროს ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი ბიჭი იყო, უამ­რა­ვი თაყ­ვა­ნის­მცე­მე­ლი ჰყავ­და, ხან ვის­თან აწყვი­ლებ­დნენ და ხან ვის­თან.

მოს­კოვ­ში წას­ვლის შემ­დეგ ხუ­ჯა­ძემ მო­უ­ლოდ­ნე­ლად იქორ­წი­ნა. მისი მე­უღ­ლე ნა­თია ონი­ა­ნი გახ­და, რო­მე­ლიც რუ­სეთ­ში და­ი­ბა­და და გა­ი­ზარ­და. და­თოს და ნა­თი­ას ქა­ლიშ­ვი­ლი მე­ლა­ნოც შე­ე­ძი­ნა, თუმ­ცა მო­უ­ლოდ­ნე­ლად და­შორ­დნენ. დათო ცოლ­თან და­შო­რე­ბის მი­ზე­ზებ­ზე არას­დროს სა­უბ­რობს. თუმ­ცა ცნო­ბი­ლია ის, რომ ყო­ფი­ლი ცოლი მას შვი­ლის ნახ­ვის უფ­ლე­ბას არ აძ­ლევდა, რა­საც მომ­ღე­რა­ლი ძა­ლი­ან გა­ნიც­დიდა.

მუსიკოსმა მეორედ ეკა დალაქიშვილზე იქორწინა. წყვილმა ულამაზესი ქორწილი გადაიხადა. დათოს ამ ქორწინებიდან, მეორე შვილი ილა ეყოლა. წყვილს შორის ასაკობრივი სხვაობა 17 წელი იყო. 

ამჯერად დათო ხუჯაძე სოციალურ ქსელში შვილის ფოტოს აქვეყნებს და წერს, რომ დღეს ილა იუბილარია. 

„ილა გოგო 4 ❤️🎉“,- წერს მომღერალი. 

ასევე დაგაინტერესებთ:

2026 წლის პროგნოზი დაბადების თარიღის მიხედვით - „ურთიერთობები, ფული, გადასვლა, ახალი ცხოვრება, შანსი, რომელიც არ უნდა გამოგეპაროთ“

რა მისიით დაიბადეთ ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

როგორი იქნება 2026 წელი ზოდიაქოს თითოეული ნიშნის წარმომადგენლისთვის და ვის ელოდება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ცვლილებები