საქართველოს პატრიარქმა, ილია მეორემ საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს მადლობის წერილი გაუგზავნა.
„გულითად მადლობას გიხდით აღსაყდრების დღის მოლოცვისთვის. მეც გილოცავთ დაბადების დღეს და დამდეგ შობა-ახალ წელს.
გისურვებთ ჯანმრთელობას, მხნეობას და, პირველ რიგში, ღვთის შეწევნას თქვენს სულიერ ძალთა განსამტკიცებლად და ჭეშმარიტი სხვა რეალობის შესაცნობად“, - ვკითხულობთ პატრიარქის წერილში.
მანამდე, მიხეილ სააკაშვილმა ილია მეორეს წერილი მიწერა, რომელშიც აღსაყდრების იუბილეს ულოცავდა.
🔵ასევე დაგაინტერესებთ:
🔵24 წლის ასაკში ბერად აღკვეცილი და გვარის ისტორია - ილია ღუდუშაური-შიოლაშვილის გზა პატრიარქობამდე