Digest Logo

„ილოცე ჩემთვის მანდედან, რომ მონატრებას გავუძლო.... მიყვარხარ ყველაზე ძალიან!“ - ნინი შერმადინი გარდაცვლილ დედაზე

1766381531
ნინი შერმადინი

ქართველი მომღერალი ნინი შერმადინი, რომელიც უკვე რამდენიმე წელია ამერიკაში ცხოვრობს და მოღვაწეობს, სოციალურ ქსელში გარდაცვლილ დედას ემოციურ პოსტს უძღვნის და მასთან ერთად გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს. 

ნინი შერმადინის დედის გარდაცვალებიდან 5 წელი გავიდა. 

„5 წელი გავიდა, რაც ჩემი ბუთხუზა ჩიტი გაფრინდა ცაში და ჩემი ფრთებიც თან წაიყოლა.

ნეტა თუ იცი როგორ მენატრებით ორივე… ნათელში იყავი ჩემო თბილო გოგო და ილოცე ჩემთვის მანდედან, რომ მონატრებას გავუძლო.

მიყვარხარ ყველაზე ძალიან!“, - წერს ნინი შერმადინი. 

ცნობისთვის, შერმადინი სოციალურ ქსელში აქტიურობით გამოირჩევა. იგი ხშირად გვიზიარებს როგორც პროფესიული, ასევე პირადი ცხოვრების საინტერესო მომენტებს.

ასევე დაგაინტერესებთ:

„თუ ტრავმა არ არის გაცნობიერებული და ინტეგრირებული, ის მოქმედებს მაშინაც კი როცა „აქ და ახლა“ ხარ...“ - თამარ კვარაცხელია კარმაზე

22 დეკემბრის ასტროპროგნოზი ჯანმრთელობის, სიყვარულისა და ბიზნესის მიმართულებით

🎥 „ვიყავი ინკასატორი, რუსთავის სოფლებში ვმუშაობდი...“ - გიორგი გაბუნია