რამდენიმე დღის წინ ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხრამუხაში, დედათა მონასტერში უცნობი პირები შეიჭრნენ და დედა ანას სასტიკად გაუსწორდნენ.
მონაზონს მძიმე დაზიანებები აქვს მიყენებული. აღნიშნულ ფაქტს სოციალურ ქსელში ლალი მოროშკინა გამოეხმაურა და ამ ძალადობას დაკვეთილი დანაშაული უწოდა. მისი თქმით, საქმის უკან დიდი დაფინანსება დგას, რაც ლიბერალებს უკავშირდებათ.
„ვიღაცას ძალიან აწყობდა ახლა მსგავსი სკანდალი!
და მაინც, მგონია იმ ორი გარეწრის უკან დიდი დაფინანსება დგას!
რაც მოხდა ცდება მორალს, ზნეობას და კრიმინალს, სამაგიეროდ ზუსტად ჯდება ფსევდოლიბერალურ ხელწერაში!!!
აბა ტყუილად დაიბეჭდა ამდენი პლაკატი ფემიციდზე, აბა სხვაგვარად როგორ დავაჩოქოთ ჩვენი ბოლო გენოფონდი, აბა სხვანაირად როგორ არ მივიღოთ საშობაო მარხვა????
ეს სატანისტური რიტუალია და თუ პროკურატურამ მოინდომა კვალზეც გავა!
P.S. მე საკმაოდ დიდი ხანი ვიმუშავე სასჯელაღსრულების სისტემაში, რომ განვასხვაო კრიმინალი და დაკვეთა!
არცერთი „შავი" არ იკადრებს იმას, რასაც თეთრ ხელთათმანიანი კვაზი მორალისტები კადრულობენ!“, - წერს ლალი მოროშკინა.
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 რა უნდა გავაკეთოთ თუ ბავშვი კრუნჩხვებში ჩავარდება - პედიატრის მნიშვნელოვანი რჩევები