Digest Logo

„რას მიჩუმებულა საპატრიარქო? სიცოცხლით სავსე კი არა და ტკივილით და შიშით გადაივსო ეს ქვეყანა“ - მაკა ჩიჩუა

1669617857
მაკა ჩიჩუა

რამდენიმე დღის წინ ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხრამუხაში, დედათა მონასტერში უცნობი პირები შეიჭრნენ და დედა ანას სასტიკად გაუსწორდნენ.

მონაზონს მძიმე დაზიანებები აქვს მიყენებული. აღნიშნულ ფაქტს სოციალურ ქსელში საქართველოს ყოფილი პირველი ლედი მაკა ჩიჩუა გამოეხმაურა.

„რატომ დუმს სახელმწიფო ინსტიტუტები ! რას მიჩუმებულა ეკლესია /საპატრიარქო !!

რა ხდება ამ პაწაწინა ქვეყანაში?

ასეთი მოძალადე და დაუნდობელი გარემო უფრო და უფრო საშიში ხდება. სიცოცხლით სავსე კი არა და ტკივილით და შიშით გადაივსო ეს ქვეყანა.

ფასადებს დაანებეთ თავი, ხალხს მიხედეთ. ადამიანია მთავარი და მერე ადამიანზე მორგებული ინფრასტრუქტურა
შევხედოთ და თვალი გავისწოროთ რეალობას“, - წერს მაკა ჩიჩუა.

მოგვიანებით საქართველოს ყოფილმა პირველმა ლედიმ მაკა ჩიჩუამ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნულ საკითხზე მორიგი კომენტარიც გააკეთა.

„ვფიქრობ, მალე აუცილებელი გახდება გრძელი კაბების ჩაცმა, შეიძლება ფარანჯაც ჩაგვაცვან, რომ არ გაღიზიანდეს მამაკაცი…

თუ ადამიანი არ იქნება ღირებული ქვეყანაში, მაშინ ფასადური ქუჩების რეაბილიტაციას რა აზრი აქვს, შადრევანიც ვერ მოახერხეს ისეთი გაეკეთებინათ, რომ ადამიანი არ დაღუპულიყო“, – თქვა მაკა ჩიჩუამ. 

 

ასევე დაგაინტერესებთ:

🔵„რა ამბავი ატეხეთ? თუ არ გინდათ რომ გაგაუპატიურონ, დაეყარენით სახლებში, ღმერთთან ნუღარ მიგაქვთ საჩივრით სავსე სიტყვები, არ გისმენთ, ქალისთვის არა სცალია“ - გვანცა კორძახია

🎥 რა უნდა გავაკეთოთ თუ ბავშვი კრუნჩხვებში ჩავარდება - პედიატრის მნიშვნელოვანი რჩევები

🔵„ოლგა ფეხმძიმედ იყო, Yandex-ის მძღოლმა წვიმაში არ წაიყვანა... მითხრა რომ არ აინტერესებდა და წავიდა!“ - რა შეემთხვა რატი წითელაძის ოჯახს