ფოტოგრაფი გვანცა კორძახია სოციალურ ქსელში ბოლო დროს მომხდარ კრიმინალურ შემთხვევებს გამოეხმაურა და მონაზვნის გაუპატიურების ფაქტი საჯაროდ დაგმო.
„მე მაინც მგონია, რომ იმ მონაზონმა გამოიწვია, დარწმუნებული ვარ, კოჭი ან მაჯა გამოუჩნდებოდა და ბოდიში რააა, კაცმა თუ ვერ მოითმინა, რავი, ბუნებრივი მოთხოვნილებაა ხო? მოგინდა - აიღე.
რა ამბავი ატეხეთ? თუ არ გინდათ, რომ გაგაუპატიურონ (ჯერ ძალით როგორ უნდა გააუპატიურონ, არ ვიცი), დაეყარენით სახლებში და ნუ დაბოდიალობთ:
ტაქსიში, ბარში, კლუბში, პარკში, ტყეში, საშოპინგოდ, ნურც მთაწმინდაზე იბოდიალებთ და ნურც ეკლესიებში
ფეხითაც ნურსად ნუ ივლით და საერთოდაც, იქნებ, არც დაბადებულიყავით, ქალებო?!
ქალად რომ ჩნდები, იძალადებენ, აბა, რას იზამენ?! ჰოდა, ნუღა გაქვთ პრეტენზიები ამ საწყალ: კაცებთან, დედებთან და მამებთან, მეზობლებთან, სამართალდამცველებთან, მთავრობასთან, პატრიარქთან და ნურც ღმერთთან ნუღა მიგაქვთ საჩივრით სავსე სიტყვები, არ გისმენთ, ქალისთვის არა სცალია, საერთოდ არავის არ სცალია, სანამ ცოცხლები ხართ და როცა მოკვდებით, მერე ვიქნებით პოპულისტები ყველანი ერთად და მერე, გახარიაც კი ჩაიცვამს მაისურს, არ აიფარებს თვალზე ერთ ხელს და იტყვის, რომ ქალზე ძალადობა დანაშაულია. მანამდე, თქვენ ნუ დაიბადებით, ქალებად, შეიძლება, რომ მოგკლან“, - წერს გვანცა კორძახია.
ასევე დაგაინტერესებთ:
🔵 🎥 რა უნდა გავაკეთოთ თუ ბავშვი კრუნჩხვებში ჩავარდება - პედიატრის მნიშვნელოვანი რჩევები