აშშ-ში მცხოვრები ქართველი მომღერალი ლიზა ყენია სოციალურ ქსელში აქტიურობითა და გულშემატკივრებთან გულახდილი დიალოგით გამოირჩევა.
ამჯერად მან გამომწერებს ახალი ფოტოები გაუზიარა:
„იმდენად დიდ სიყვარულს ვატარებ ჩემში, მენანება ადამიანებამდე არ მივიტანო.
ეს შეგრძნება დაბადებიდან მომყვება.
არც იზომება, არც მარტივად აიხსნება და ალბათ სწორედ ამიტომ, ცხოვრების თითქმის ყველა ეტაპზე უდიდესი სევდის წყაროც ყოფილა ჩემთვის.
არც ისე ცოტა ხანია გადავწყვიტე სიყვარულის სამსახურში ჩავდგე ჯიუტად.
მინდა რაც ჩემშია, ადამიანებამდე მივიტანო და ასევე, მთელი გულით მსურს მეც მივიღო სიყვარული თავისუფლად, სუფთად და იმავე სიღრმით, როგორითაც მისი გაცემა შემიძლია.
ჩანს თუ არა ყოველთვის, გამომდის თუ არა მისი სწორად გადმოცემა, ერთი რამ ზუსტად ვიცი ჩემი ყოველი ქმედება გულწრფელია და ჩემი ყოველი ნაბიჯი ურთიერთობაში შენი სარკეა. სარკე, რომელსაც შენკენ მხოლოდ სიყვარულის მოტივით ვაბრუნებ.
არა იმისთვის, რომ განგსაჯო.
არც იმისთვის, რომ შეგცვალო.
მხოლოდ იმისთვის, რომ დაგანახვო ის, რასაც შენში ვხედავ.
სიყვარულით“, - წერს ლიზა ყენია.
ცნობისთვის, ლიზა ყენია მომღერალ მაია ჯაბუას შვილია.
იგი რამდენიმე წელია რაც საცხოვრებლად ამერიკაში, კერძოდ კი ნიუ-ჯერსიში გადავიდა, სადაც მეუღლესთან ერთად ცხოვრობს.
ასევე დაგაინტერესებთ: