
ჯვრის ამაღლების სახელობის ტაძრის წინამძღვარი და თეოლოგიის დოქტორი დეკანოზი თეოდორე გიგნაძე განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს საზოგადოებაში.
მისი ქადაგებები ქრისტიანებმა მალევე შეიყვარა, სწორედ ამიტომ იგი პერიოდულად სოციალურ ქსელში ამონარიდებს აქვეყნებს ხოლმე.
ქადაგებების ოფიციალურ ფეისბუკგვერდზე, მისი ქადაგებიდან მორიგი ამონარიდი გავრცელდა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
„ადამიანს შეუძლია წირვის დროს ზიარების წინა ლოცვები იკითხოს...
იმდენად უგუნურობაა ეს, ეკლესიური თვალსაზრისით, რომ არც კი ვიცი, რას შევადარო...
ასეთ დროს წარმოდგენა არ აქვს ადამიანს სად იმყოფება, ზიარება რა არის...
რა არის ევქარისტიული ცხოვრება...
ეკლესია რა არის...
- რატომ ემართება ადამიანს ეს?
- წესი და კანონი აქვს შესასრულებელი;
- და სად არის ცოცხალი ღმერთი?!
- არსადაც არ არის;
- მიზეზი რა არის?!
- მიზეზი ის არის, რომ ასე გაცილებით ადვილია,
და მეტსაც გეტყვით - კომფორტულიც, ეს იურიდიული ქრისტიანობაა...
ხოლო ის სიღრმისეული ქრისტიანობა, რომელსაც ადამიანი პირდაპირ ჯოჯოხეთის კარამდე მიჰყავს - სულაც არ არის კომფორტული;
როცა ადამიანი ხედავს საკუთარ ჯოჯოხეთს გულში და განიცდის ღმერთთან ყოფნის უუნარობას,
და აქედან გამომდინარე - საშინელ დისკომფორტს,
საიდანაც იბადება შემდეგ ჭეშმარიტი ლოცვა,
შინაგან ცხოვრებას ადამიანი აქეთ მოჰყავს...“, - წერს დეკანოზის ოფიციალური გვერდი.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
📸 „ყველაზე ლამაზი ორსული...“ - თამთა შედანია მესამე შვილის მოლოდინშია
🎥 „ულამაზესი და უსაყვარლესი“ - მანუ მურღულიას ახალმა ვიდეომ სოცქსელი დაიპყრო