Digest Logo

„იმედი მაქვს, რომ ყველას გაათავისუფლებენ, არავის ვუჩივლებ“ - მერაბ დვალიშვილი მიმართვას ავრცელებს

1794602087
მერაბ დვალიშვილი

UFC-ის ქართველი მებრძოლი მერაბ დვალიშვილი და მოჭიდავე საბა ლაზიშვილი გათავისუფლებული არიან.

დროებითი მოთავსების იზოლატორის დატოვების შემდეგ სპორტსმენმა სოციალურ ქსელში მიმართვა გაავრცელა და მხარდაჭერისთვის ყველას მადლობა გადაუხადა:

„მინდა, ყველას გაცნობოთ, რომ გამათავისუფლეს. კარგად ვარ, ჯანმრთელად და წასასვლელად მზად ვარ.

მინდა, ყველას მადლობა გადავუხადო აბუ-დაბიში ყველას, ვინც ამ საკითხის მოგვარებაში დაგვეხმარა. 

მიყვარს აბუ-დაბიში სტუმრობა და მოხარული ვარ, რომ მიმასპინძლეს. 

იმედი მაქვს, რომ ყველას გაათავისუფლებენ, არავის ვუჩივლებ. 

ყველასთვის მშვიდობა და საუკეთესო მინდა. მადლობა ყველას სიყვარულისა და მხარდაჭერისთვის“, - წერს მერაბ დვალიშვილი.

შეგახსენებთ, რომ აბუ-დაბის პოლიციამ დვალიშვილსა და ლაზიშვილს მხოლოდ ფულადი ჯარიმა დააკისრა, უსმან ნურმაგომედოვსა და მის თანმხლებ ხუთ პირს კი 6-თვიანი პატიმრობა შეუფარდა და 300 000 დირჰემის ოდენობის ფინანსური ჯარიმა დააკისრა.

დვალიშვილი და ლაზიშვილი RAF-ის ღონისძიებაზე იასპარეზებენ. მერაბი მარლონ მორაესს დაუპირისპირდება, ხოლო საბა უმარ ნურმაგომედოვს ჩაანაცვლებს და ურაია ფეიბერს შეხვდება.

ცნობისთვის, 11 ნოემბერს აბუ-დაბიში მერაბ დვალიშვილსა და საბა ლაზიშვილს უსმან ნურმაგომედოვი და მისი თანმხლები პირები თავს დაესხნენ. 

 აგრეთვე დაგაინტერესებთ:

⭕„ყურადღება მიაქციე სახლს, ოჯახსა და მყუდრო გარემოს“ - 14 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

⭕„გვიყვარხარ ძალიან“ - მარიამ ელიეშვილი მეუღლეს დაბადების დღეს ულოცავს

⭕„სიყვარულის, მიღებისა და უსაფრთხოების დეფიციტი“ - ფსიქოლოგი არაცნობიერ მიზეზებზე, რის გამოც ადამიანები პლასტიკურ ქირურგიას მიმართავენ

✕