27 წლის მარიტა მაზიაშვილი 31 წლის ყოფილმა მეუღლემ თოკით გაგუდა, შემდეგ ცხედარი საბარგულში ჩადო და ხევში გადააგდო. საქმე მომხდარზე სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 16-იდან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.
გოგონა გამუდმებით მუშაობდა და არჩენდა 11 წლის შვილს.
ამ სამწუხარო ამბავს სოციალურ ქსელში მსახიობი - იუნა შაფათავა გამოეხმაურა და პოსტი გამოაქვეყნა.
„რა უნდა თქვა.
სანამ ნულოვან ტოლერანტობას არ გამოუცხადებთ კაცებს, ეს არ მორჩება.
რამდენიმე დღის წინ ქართველ კაცებთან მომიწია პირისპირ ლაპარაკი.
მივხვდი, რამდენად გადავეჩვიე და იმასაც მივხვდი, რა მღლიდა 40 წელი საქართველოში. კაცების უპირობო მორჩილება და სი#ის, როგორც ასეთის, თაყვანისცემა.
ეს ძალადობა გენში უზით.
100%-ს არ ეხება, მაგრამ 98%-ს მაინც.
უნდა ბერტყო და ბერტყო ამათი მამები, დედები? ბაბუები და ცხვირი უტეხო, უტეხო, უტეხო ერთ ორს ასს, ათასს, ათი ათასს, თაობებს, რომ ისწავლონ ქალის და, ზოგადად, სხვა ადამიანის პატივისცემა.
საქართველოში დანაშაული არაპროპორციულად ისჯება.
ჩვენ ეს გაუპატიურებული და ნაწამები კაცების დაუსჯელი ჯალათების მაგალითზე ვნახეთ. ვნახეთ, საჯარო პირების დაუსჯელი მკვლელები. და ვუყურებთ მკვლელებს, მთავრობაში, პარლამენტში. როგორ გვასწავლიან ჭკუას. ვუყურებთ „ქალთა დამცველ“ „ქალთა ორგანიზაციებს“, კანონით დაუსჯელი მკვლელების გვერდით.
არც ფემიციდი მორჩება საქართველოში, არც ადამიანის უფლებები იქნება დაცული, რადგან სიმართლის სტანდარტი არ არსებობს.
მე მაქვს ამის თქმის მორალური უფლება. მე სტანდარტი ერთი მაქვს - სიმართლე, რომელსაც არ ვღალატობ,
იტირეთ ახლა, სი#თა მონებო.
იმედია, დაისვენა ამ გოგომ სადისტი ქმრისგან და არ თქვათ, რომ არავინ იცოდა. ყველას ეცოდინებოდა, მაგრამ
*ლე ხომ ღმერთია საქართველოში და, ღმერთმა არ ქნას, ფულიც ჰქონდეს…. მაშინ ის ზეცამდე მართალია და მათი ნაშობაც, დიდი პატივია. ეს თქვენი კრედოა, ესაა თქვენი რეალობა და არჩევანი“, - წერს შაფათავა.
ასევე დაგაინტერესებთ: