2025 წლის 4 მარტს „გორის კაპელის“ ხელმძღვანელი თეონა ცირამუა ტყუპი გოგოების დედა გახდა.
წყვილმა შვილებს კირა და თუთა დაარქვა.
თეონა ცირამუა ამჯერად სოციალურ ქსელში შვილის სახალისო ვიდეოს გვიზიარებს:
„იმის მაგივრად, „ლოგინისკენ ჰერი ჰერი“ გააკეთოს, უყურეთ ერთი, რას დაშხუილობს...“, - წერს თეონა ცირამუა.
გორის ქალთა კამერული გუნდის ხელმძღვანელი თეონა ცირამუა ერთ-ერთ გადაცემაში ორსულობაზე საუბრობდა:
„5 წელი ველოდებოდი შვილებს. ვერ ვიტყვი, რომ ადრე დავოჯახდი. მქონდა გარე ორსულობა, შეწყვეტილი ორსულობა. ოპერაციებით ვამთავრებდი და ამასობაში კი გავიდა 5 წელი. ღმერთს ვეუბნებოდი, ერთი ბავშვი რა გახდა-მეთქი. უცებ ორი გამოჩნდა ექოსკოპიის ეკრანზე.
საერთოდ ამ გზას რომ ვიყავი დამდგარი ჩემ პროფესიაზეც ვფიქრობდი. იარე თბილისში და გორში. ამხელა საქმეები როგორი პასუხისმგებლობაა. იმაზეც ვნერვიულობდი ბავშვისთვის და სამსახურისთვის როგორ მიმეხედა. პირველად ორი წერტილი რომ, დავინახე შემეშინდა“, - ამბობდა თეონა ცირამუა.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„ვის ჰყავს გოგო ჩვენისთანა?“ - სალომე გოგიაშვილის ახალი ფოტოები „ინსტაგრამიდან“
⭕რას მოგვიტანს ახალმთვარეობა სასწორში - ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
⭕„ყველაზე მშვენიერი წყვილი...“ - მარიამ შენგელიას შთამბეჭდავი ფოტოები ქორწილიდან