ხვიჩა კვარაცხელიამ „პარი სენ-ჟერმენში“ ჩემპიონთა ლიგა ზედიზედ მეორედ მოიგო. ფინალში ფრანგულმა გუნდმა „არსენალი“ პენალტების სერიაში დაამარცხა.
სოციალურ ქსელში ისტორიული მატჩის შემდგომ, ხვიჩა კვარაცხელიას მეუღლე, ნიცა თავაძე ფოტოებს აქვეყნებს და წერს:
„ნეტავ ადამიანებს ესმოდეთ, რამდენ ძალას მოითხოვს ასეთი მომენტების მიღწევა. ზეწოლა, მსხვერპლი, დისციპლინა, მოლოდინები…
და მიუხედავად ყველაფრისა, შენ ყოველდღე აგრძელებდი ბრძოლას. ახლა კი ზედიზედ ორგზის ჩემპიონი ხარ .
იმის ყურება, როგორ იქეცი ყველაფრად, რაზედაც ოდესღაც ლოცულობდი და ოცნებობდი, ჩემთვის ყველაზე ლამაზი რამ იყო. ძალიან ვამაყობ შენით, ყოველთვის.
მიყვარხარ, ჩემო მარადიულო ჩემპიონო.
წინ კიდევ უფრო დიდი წარმატებები გელის“, - წერს ნიცა თავაძე.
View this post on Instagram
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„უფალთან ურთიერთობაში ერთგულების პრინციპია მნიშვნელოვანი“ - დეკანოზი თეოდორე გიგნაძე