Digest Logo

„იმიტომ ვწერ, რომ ბევრმა დაწერა, თითქოს მე „შევიჭერი“... ხალიჩაზე გასვლის დრო სტუმრის სურვილზე არ არის დამოკიდებული“ - თამო ვაშალომიძის მიმართვა

1788717887
თამო ვაშალომიძე

თამო ვაშალომიძე წითელ ხალიჩაზე მომხდარ ინციდენტს ეხმაურება, რომლის დროსაც ფოტოგრაფმა მას წითელი ხალიჩის დატოვებას სთხოვა, რადგან ამავე დროს იქ კრიშტიანუ რონალდუს მეუღლე, ჯორჯინა როდრიგესი პოზირებდა:

„წითელ ხალიჩაზე გასვლის დრო სტუმრის სურვილზე არ არის დამოკიდებული. პროცესს ორგანიზატორები აკონტროლებენ და თავად გეუბნებიან, როდის უნდა გახვიდე. ჩემს შემთხვევაშიც ზუსტად ასე მოხდა: როცა ჩემი დრო მოვიდა, მითხრეს, რომ უნდა გავსულიყავი.

წითელ ხალიჩაზე რამდენიმე გადასაღები ზონაა ერთ მხარეს ფოტოგრაფები არიან, მეორე მხარეს ვიდეოგრაფები, შემდეგ კი ცენტრალურ ნაწილში გადადიხარ, სადაც ასევე გაქვს პოზირებისთვის გამოყოფილი დრო და ბოლოს გასასვლელის ზონაა.

ამას იმიტომ ვწერ, რომ ბევრმა დაწერა, თითქოს მე „შევიჭერი“. არა როცა ორგანიზატორებმა მითხრეს, რომ ჩემი დრო იყო, გავედი და დაცვის თანამშრომლების მხრიდან არანაირი პრობლემა ან შენიშვნა არ ყოფილა.

რაც შეეხება კონკრეტული ფოტოგრაფის დამოკიდებულებას რა თქმა უნდა, ამის ყურება სასიამოვნო არ იყო, თუმცა საბედნიეროდ ყველა ასეთი არ არის. 

ჯორჯინა ულამაზესი ქალია და მასაც, ისევე როგორც ყველა ქალს, ბევრ წარმატებას ვუსურვებ.

და თქვენ თითოეულ ადამიანს, ვინც ამდენი თბილი მესიჯი მომწერეთ და მხარში დამიდექით დიდი მადლობა!“, - წერს თამო ვაშალომიძე. 

 
 
 
 
 
View this post on Instagram
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by Tamar Vashalomidze (@tamovashalomidze)

ასევე დაგაინტერესებთ:

სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი თხის რქისთვის - „ სამსახურში გელოდებათ წარმატება, პრემია, მატერიალური ჯილდო“

ტაროლოგიური პროგნოზი 2026 წლის სექტემბრისთვის: რა ელოდება ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს?

🎥 „ჩემი ცელქი ბაჭია“ - ჯანეტ ქერდიყოშვილი შვილის უსაყვარლეს კადრებს აქვეყნებს