Digest Logo

„ინსტრუმენტი, მოგვეცა იმიტომ, რომ ამ ყველაფრით ქრისტეს ვუერთგულოთ...“ - წერს დეკანოზის ოფიციალური გვერდი

1786648660
თეოდორე გიგნაძე

ჯვრის ამაღლების სახელობის ტაძრის წინამძღვარი და თეოლოგიის დოქტორი დეკანოზი თეოდორე გიგნაძე განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს საზოგადოებაში.

მისი ქადაგებები ქრისტიანებმა მალევე შეიყვარა, სწორედ ამიტომ იგი პერიოდულად სოციალურ ქსელში ამონარიდებს აქვეყნებს ხოლმე.

გთავაზობთ მისი ქადაგებიდან მორიგ ამონარიდს:

„აზროვნება.
არ შეიძლება აზროვნების განადგურება.
– ხომ არ შეიძლება თვალის ამოჩიჩქნა?!
– ენის მოგლეჯა არ შეიძლება;
– ღვიძლის გაფუჭება სასმელით და ნარკოტიკით ხომ არ შეიძლება?!
რატომ ვფიქრობთ, რომ ტვინის გაფუჭება შეიძლება არასწორი ინტელექტუალური ცხოვრების წესით?! – არ შეიძლება...
გავუფრთხილდეთ ამ ყველაფერს,
იმიტომ, რომ ჩვენ ეს ყველაფერი მოგვეცა არა იმიტომ, რომ გავაფუჭოთ,
ან ცხოველივით ვისიამოვნოთ,
ან სხვას ვავნოთ,
არამედ,
ეს ყველაფერი, როგორც ინსტრუმენტი, მოგვეცა იმიტომ, რომ ამ ყველაფრით ქრისტეს ვუერთგულოთ,
ქრისტე ვეძებოთ,
და საბოლოო ჯამში, ჩვენში, მათ შორის სულში და ხორცში, ქრისტე დამკვიდრდეს,
როგორც ტაძარში, ქრისტე დამკვიდრდეს,
ამინ“, - წერს დეკანოზის ოფიციალური გვერდი.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ თავისუფლების ქანდაკების საიდუმლო — ვისი სახე აქვს მონუმენტს?

⭕ როდის უნდა ენდოთ საკუთარ ინტუიციას - „ჩაისუნთქეთ ჰაერი და შემდეგ ნელ-ნელა ამოისუნთქეთ“

⭕ „ამ დროისათვის დევდორაკის ხეობაში საფრთხის დონე მოხსნილია“ - გარემოს ეროვნული სააგენტო