რამდენიმე თვის წინ მომღერალ თამუნა ამონაშვილის და რეზიკო არჩვაძის ტყუპები გაქრისტიანდნენ.
ახლა კი პატარა იონა პირველად ეზიარა, რისი ამსახველი კადრებიც მომღერალმა სოციალურ ქსელში გაგვიზიარა:
„იონას პირველი ზიარება“, - წერს თამუნა ამონაშვილი.
მომღერალი თამუნა ამონაშვილი 16-წლიანი ლოდინის შემდეგ დედა გახდა. მას და მის მეუღლეს, რეზიკო არჩვაძეს, ქალ-ვაჟი შეეძინათ.
22-წლიანმა თანაცხოვრებამ მომღერლისა და პროდიუსერის წყვილი ბევრ ქარტეხილს გამოატარა. საქართველოსა და რუსეთში ცხოვრებას თან სდევდა მუდმივი მკურნალობა და შვილთან შეხვედრის დიდი მოლოდინი.
როგორც თამუნა ამონაშვილი ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობს, ფიქრობდა, რომ მისი მისია მომღერლობა და ადამიანების ცხოვრების გალამაზება იყო. თუმცა მოხდა საოცრება და დღეს, 60 წელს გადაცილებული მომღერალი, ორი შვილის დედა გახდა.
ასევე დაგაინტერესებთ: