Digest Logo

„იქეცით ბავშვებად“ - რას ნიშნავს „უბრალოდ ყოფნა“ და როგორ დავაღწიოთ თავი გონების პროგრამებს?

1777893388
თეო ხაბულიანი

სულიერი განვითარების მენტორი, თეო ხაბულიანი, სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს, სადაც „ქრისტესმიერ სიყვარულსა“ და იმ სუფთა მდგომარეობაზე საუბრობს, რომელსაც ადამიანი ბავშვობაში ფლობს.

მისი თქმით, ნამდვილი შვება მხოლოდ „სისტემური პროგრამებიდან“ გამოსვლასა და საკუთარი მარადიული ბუნების გაცნობიერებას მოაქვს:

„დღეს ვისაუბრებ ქრისტესმიერ სიყვარულზე სადაც არც დაყოფააა არც შეფასება და არც რაიმე სხვა.
ის გვეუბნება რომ იქეცით ბავშვებადო.

როცა ამბობს თუ არ იქცევით ბავშვებივით, ვერ შეხვალთ სასუფეველშიო, ის მიუთითებს იმ სუფთა მდგომარეობაზე, სადაც ადამიანი ჯერ კიდევ არ არის დატვირთული იმ პროგრამებით, რომლებიც შემდეგ გონებამ, გარემომ და საზოგადოებამ ჩაგვიდო.

ბავშვი არის სუფთა ყოფნა ანუ არ არის დაყოფა, არ არის ნიღაბი.

არ არის „როლი“.

ბავშვი არ თამაშობს იმ თამაშებს, რასაც ზრდასრული გონება ქმნის - ვინ ვარ მე სხვებთან შედარებით, როგორ გამოვჩნდე, რას იფიქრებენ ჩემზე,

როგორ დავიცვა ჩემი იმიჯი.

ბავშვი უბრალოდ არის.

და სწორედ ეს „უბრალოდ ყოფნა“ არის ის მდგომარეობა, სუფთა ცნობიერება რომელიც არ არის დამახინჯებული შიშებით, კონტროლით და ილუზიებით.

ეს მდგომარეობა ნიშნავს რომ არ ცხოვრობ მუდმივ შეფასებაში, არც საკუთარი თავის, არც სხვების.

არ ხარ ჩაჭიდებული იდენტობებზე „მე ასეთი ვარ“, „მე ასეთი უნდა ვიყო“.

არ იმართები შიშიდან და არ ხარ ნიღბების უკან.

ბავშვს არ აქვს ეგო იმ ფორმით, როგორც ზრდასრულს.მას არ სჭირდება თავის დამტკიცება.

და სწორედ ეგო ეს დაგროვილი „მე“-ს კონსტრუქცია გვაშორებს იმ მდგომარეობას, რასაც ქრისტე „სასუფეველს“ უწოდებს.

ადამიანი გადის ჯერ პროგრამებში იკარგება, იტანჯება, მერე ხედავს ილუზიას, უშვებს და ბრუნდება საკუთარ ბუნებაში.

ამ მდგომარეობაში ჩნდება ნამდვილი სიმშვიდე და სიყვარული როგორც ბუნებრივი მდგომარეობა.

ქრისტესმიერი სიყვარული არის მდგომარეობა, სადაც სიყვარული აღარ მოდის „შენგან“, არამედ შენ თვითონ ხდები სიყვარული.

ამ სიყვარულს ვერ ახსნი ჩვეულებრივი სიტყვებით, რადგან ის არ ემორჩილება იმ წესებს, რასაც გონება ეძებს „რატომ მიყვარს“, „რამდენად მიყვარს“, „ვისთვის მიყვარს“.

ქრისტესმიერ სიყვარულში არ არსებობს მიზეზი.

ქრისტეს სიყვარული არ იყო მიმართული მხოლოდ მათკენ, ვინც მას უყვარდა.ის ერთნაირად იღებდა იმასაც, ვინც ეთანხმებოდა და იმასაც, ვინც უარყოფდა.

ის არ არჩევდა ღირსეულსა და უღირსს.

ეს არის სიყვარული,რომელშიც არ არის „მე შენ მიყვარხარ, თუ…“ ან „მე შენ მიყვარხარ, რადგან…“ ის უბრალოდ არის.

ეს სიყვარული არ ცდილობს შეცვალოს ადამიანი,არ ცდილობს დაიმორჩილოს ის არ ელოდება უკან დაბრუნებას ამ სიყვარულის.

ქრისტესმიერი სიყვარული არის ის, როცა შენ ხედავ ადამიანში არა მის ქცევას, არა მის ეგოს, არა მის შეცდომებს არამედ მის არსს.

და ამ ხედვაში ქრება განკითხვა.

როცა ხედავ სიღრმეს ხვდები, რომ ადამიანი მოქმედებს ტკივილიდან, პროგრამებიდან, შიშიდან.

და ამ დანახვაში ბუნებრივად ჩნდება თანაგრძნობა.

ქრისტესმიერი სიყვარული ყველაზე ძლიერი მდგომარეობაა.

ის ნიშნავს, რომ შენ არ არ ითხოვ, არ მანიპულირებ.

ამ სიყვარულში არ არის დაკარგვის შიშიც ,რადგან შენ არაფერს ფლობ.

არ არის ღალატის შიში, რადგან შენ არ აშენებ საკუთარ თავს სხვაზე.

არ არის მარტოობის შიში, რადგან შენ უკვე მთლიანობა ხარ.

ეს სიყვარული არ გვეუბნება „იყავი ისეთი, როგორიც მინდაო“, ის გვეუბნება „იყავი ის, ვინც ხარ, მე მაინც გხედავო".
ქრისტესმიერი სიყვარული იწყება მაშინ, როცა შენ საკუთარ თავსაც ასე უყურებ.

როცა საკუთარ თავში ჩნდება ეს მიღება, ის ავტომატურად გადადის სხვებზეც.

ეს სიყვარული არ არის ის, რაც უნდა შექმნა.ეს არის ის, რაც უკვე ხარ, უბრალოდ ფენების გარეშე.

ის ხდება შენი ბუნება.

ძალიან რთულია დღევანდელ ეპოქაში გამოხვიდე ამ სისტემური პროგრამებიდან და გული ღმერთს გაუხსნა, მაგრამ ეს ერთადერთი გზაა რომ ადამიანმა შვება პოვოს.

რამდენი სახლიც არ უნდა იყიდო, რამდენ მიზანსაც არ უნდა მიაღწიო, რამდენად მაგარი იმიჯიც არ უნდა მოიპოვო მაინც ვერ განიცდი იმ სიმშვიდეს, რაც ღვთის სიყვარულში ანუ უპირობო სიყვარულში ყოფნას აქვს.

მუდმივ უკმარისობაში იქნები მანამ, სანამ არ გააცნობიერებ შენს მარადიულ ბუნებას, რომელიც სიყვარულია“,- წერს ხაბულიანი.