აშშ-ში მცხოვრები ქართველი ექიმ კარდიოლოგი, ნანა გეგეჭკორი საქართველოში არსებულ სიტუაციას სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს, რომ ათეულობით წლის განმავლობაში, ძალადობის და ჩაგვრის ფონზე ცხოვრების წესი დღესაც არ შეცვლილა.
🔵 ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში მაგნოლიების სხვადასხვა სახეობა ერთიანად აყვავდა - ფოტოკოლაჟი
„ათეულობით წლებია საქართველოში ყოველდღიურობად ქცეული ძალადობის და ჩაგვრის ფონზე გვიწევს ცხოვრება. თბილისის ქუჩებსა და აფხაზეთში რუსული აგრესია მხედრიონის ტერორის ფონზე, სამეგრელოში გაგრძელდა წესიერი, მშრომელი ადამიანების ყოველდღიური ჩაგვრით, მკვლელობებით და ძარცვით (მხედრიონის მიერ).
პარალელურად სატელევიზიო ეთერებიდან მაღალი იერარქებისგან საკუთარი მოსახლეობის ჩაგვრის, ძარცვის და ფსიქოლოგიური ტერორის ნაკადი არასდროს შემწყდარა.
ამასობაში რამდენიმე მთავრობა შევიცვალეთ, პოლიტელიტა ძირითადად ერთი და იგივე სახეებით რჩება წარმოდგენილი, იცვლება მხოლოდ მათი პარტიული კუთვნილება, ამაში მაინც არის დინამიზმი...
ნაწილობრივ მაინც დინამიკური ცხოვრების ფონზე თვალშისაცემია ერთადერთი კონსტანტა - საზოგადოების დიდი ნაწილის დუმილი აშკარა უსამართლობაზე.
ყოველ შემთხვევაში, ის ნაწილი ვისაც უშუალოდ ეხება ადამიანების ფსიქოსოციალურ თუ მატერიალურ პრობლემებზე ზრუნვა, ყოველთვის დუმს ან მეტიც, ახალისებს ან ორგანიზებას უწევს ჩაგვრას.
ეკლესია, მთავრობა, სახალხო დამცველი (უიშვიათესი გამონაკლლისის გარდა), ინტელექტუალური ელიტა (უდიდესი ნაწილი) ვერასდროს, ვერასდროს გახდა ადამიანის მფარველი. მეტიც, მათი უდიდესი ნაწილისთვის ადამიანი ღირებულება არც არასდროს ყოფილა.
პეტრეს როლში არიან ყოველთვის, როცა სახელმწიფო მანქანა და გავეშებული ბრბო მორიგ მსხვერპლს აცლიან თავს გილიოტინაზე.
პრაქტიკულად შეუძლებელი გახდა საქართველოში პატიოსან, პასუხისმგებელ მოქალაქედ გადარჩენა.
ყველა ინსტიტუცია, თავის საზოგადოებრივი ციციკორეებით შენს წინააღმდეგ იქნება, მეორე დიდი ნაწილი კი პეტრესავით სეირს მიჩერებული იხვნეშებს - მე რა შუაში ვარ? - და მშვიდად გააგრძელებს სეირის ცქერას.
მე რომ მეკითხებოდეს, ილიას „სარჩობელაზედ -ს“ ყველა კლასის ყოველწლიური პროგრამის სავალდებულო ნაწილს გავხდიდი, რომ ბავშვობის ასაკიდან შევისისხლხორცოთ, ჩაგვრას, უსამართლობას, ძალადობას, სიყალბეს, ფარისევლობას (და კიდევ ათას უბედურებას) თითოელი ჩვენგანის დუმილი და უმოქმედობა ხდის შესაძლებელს.
ყოველი ხმა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რათა ბოლოს და ბოლოს შევდგეთ საზოგადოებად სადაც ადამიანზე ძალადობისას არ გაჩნდება კითხვები;
იქნებ დედა შეაგინა? იქნებ დიდი დეკოლტე და მოტკეცილი ქვედაბოლო ეცვა? იქნებ ღამის კლუბში ცეკვავდა? იქნებ ქმრის ნებას არ დაჰყვა?
იქნებ, იქნებ, იქნებ...“,- წერს ნანა გეგეჭკორი.
ასევე დაგაინტერესებთ:
🔵 „მომვარდა ტელევიზიის საგრიმიოროში და მაისურში ხელები ჩამიყო“ - ნინო ჭელიძე