
კონსერვატიული გაერთიანების, „საქართველო უპირველეს ყოვლისა“ დამფუძნებელი ვატო შაქარიშვილი პარლამენტთან აქციაზე აშშ-ისა და რუსეთის მოქალაქეების დაკავებას ეხმაურება.
ვატო შაქარაშვილის პოსტს „დაიჯესტი“ უცვლელად გთავაზობთ:
„აქციაზე დააკავეს ამერიკის და რუსეთის მოქალაქეები! ისინი აცხადებენ, რომ არიან “გულწრფელი ახალგაზრდები!“
რუსეთის მოქალაქე ამბობს, რომ არ სურს ჩელიაბინსკში გაღვიძება.
ამერიკის ერთი მოქალაქე უარს აცხადებს ვინაობის გამხელაზე და საელჩოს წარმომადგენელთან შეხვედრას ითხოვს!
US Embassy Tbilisi, Georgia იქნებ გვითხრათ, რატომ უთენებდნენ საქართველოს აშშ-ის მოქალაქეები და რატომ მონაწილეობდნენ ისინი პოლიციასთან შეტაკებაში?!“, - წერს ვატო შაქარაშვილი.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„...და თქვა: „უფალი ჩემი და ღმერთი ჩემი“ - 12 მაისს კვირაცხოვლობა აღინიშნება