Digest Logo

„იქნება ომი? დიახ მიზანმიმართული ესკალაცია მიდის და რუსებმა ჩვენგან გაიწვიეს თავისი მოქალაქეები“ - რა ვიდეოს აქვეყნებს ლალი მოროშკინა

1678436442
ლალი მოროშკინა

ჟურნალისტი ლალი მოროშკინა სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, სადაც ის რუსეთის ტელევიზიის ერთ-ერთ გადაცემაში ვიდეოზარის მეშვეობით ჩაერთო და საქართველოში მიმდინარე პროცესებზე ისაუბრა.

🔵 „რევოლუცია არ შედგება, არც დამხობა და არც ხელისუფლების ცვლილება, ერთი მარტივი მიზეზის გამო“... - რას წერს ნათია ბერიძე

როგორც მოროშკინა წერს, რუსებს რუსულ სტუდიაში უნდა ეომო და არა ქართულში, რომელსაც არ უყურებენ!

„მაპატიეთ ვეღარ გპასუხობთ  ვერც პირადში და ვერც ზარებზე. აქ დავწერ ხოლმე!!!!

მე სხვებისგან განსხვავებით არც მდივანი და არც სეფე ქალები მყავს.

მოკლედ, იცით რად მიღირს თითო ასეთი ჩართვა რუსეთთან?

ნახევარ სიცოცხლეს ვკარგავ, მაგრამ ვთვლი,რომ რუსებს რუსულ სტუდიაში უნდა ეომო და არა ქართულში, რომელსაც არ უყურებენ!

მთელი ღამე მირეკავდით ერთი შეკითხვით:

იქნება ომი?

ახლა გავშიფროთ:

დიახ მიზანმიმართული ესკალაცია მიდის და რუსებმა ჩვენგან გაიწვიეს თავისი მოქალაქეები.

დიახ აშშ ემზადება დაარტყას ირანს,რომელიც აწვდის რუსეთს დრონებს და იარაღს, საქართველო პლაცდარმათ სჭირდებათ.

დიახ,სალომე ზურაბიშვილი დაძაბვის ფონზე ტექნიკურ მთავრობას უნდა ჩაუდგეს სათავეში.

დიახ მიდის უმძიმესი პროცესები,მაგრამ!!!!

ჩვენ პატარა ერი ვართ და უცებ ვიგრძნობთ უკვე გარდაუვალ საფრთხეს.

აი, მაშინ უნდა გავერთიანდეთ და ვიმოქმედოთ მოცემულობის მიხედვით.

რაც მთავარია!

ვიყოთ ღმერთის და საკუთარი თავის იმედზე!

მე შევეცდები (თუ დამიძახეს კიდე) რუსეთის სტუდიაში მაქსიმალურად მოვახდინო საქართველოს პოზიციონირება!
სამწუხაროდ ვიზა არ მაქვს თორემ ადგილზე უფრო ეფექტურად ვიბრძოლებ!(ჩართვა რთულია ვერ ხედავ და არ გესმის სტუდია, რომ ჯეროვნად უპასუხო)
ჩვენ გადავრჩებით!

P.S.ისე ბუნკერების დასუფთავება და პირველადი მოხმარების მედიკამენტების შეძენა არ გვაწყენდა“,- წერს მოროშკინა.

 

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵„როგორც თევზი წყალში ისე ვგრძნობ თავს, როდესაც სიტუაცია დაძაბულია“ - ლალი მოროშკინა

🔵„როგორ ეძინათ ნეტა ქვეყნის 78 მტერს - საბანი რომ წაიფარეს და მარტონი დარჩნენ სინდისთან ?“ - ბაია დვალიშვილი