მსახიობი ირაკლი ლომაია სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს პატრიარქ ილია მეორეზე:
„ჯანმრთელობასა და ხანგრძლივ სიცოცხლეს ვუსურვებ ჩვენს უწმინდესსა და უნეტარეს პატრიარქს. საუკუნოდ დარჩება ჩემს გულში ის კურთხეული დღე, როდესაც თქვენს რეზიდენციაში მიმიღეთ… არასოდეს დამავიწყდება ის სითბო და სიყვარულით სავსე შეხება, როდესაც ჩემს ხელებს აკვირდებოდით, ჩემს მკლავს ეამბორეთ და გულით მლოცავდით (ეს ის პერიოდია, როცა გაურკვეველი იეროგლიფები მესახებოდა სხეულზე).
განსაკუთრებით ჩამრჩა თქვენს მიერ ნათქვამი სიტყვები: „შენ ღვთის შვილი ხარ, შვილო“ - მაშინ მე მხოლოდ 9 თუ 10 წლის ვიყავი, მაგრამ ეს სიტყვები დღესაც ჩემში ცოცხლობს და გზას მინათებს.
უწმინდესო, თქვენგან მიღებული ყოველი რჩევა და სიბრძნე ჩემთვის უდიდესი საუნჯეა. უფალმა შეგაძლებინოთ, დაგლოცოთ და მალე სრულად გამოგაჯანმრთელოთ.
ამინ“, - წერს ირაკლი ლომაია.

ცნობისთვის, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო „კავკასიის მედიცინის ცენტრში“ 16 მარტს, ღამით გადაიყვანეს.
ექიმების ინფორმაციით, პატრიარქს კუჭიდან ძლიერი სისხლდენა ჰქონდა, რის გამოც მას შესაბამისი პროცედურები ჩაუტარდა და მოხდა სისხლდენის შეჩერება.
ბოლოს არსებული ინფორმაციით, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მკურნალობის პროცესში თურქეთიდან ჩამოსული ექიმი ჩაერთვება.