Digest Logo

ირაკლი მაქაცარიას მოგზაურობა მეუღლესთან ერთად გრძელდება - ლიზა ჩიჩუა ახალ ფოტოებს გვიზიარებს

1754126836
ირაკლი მაქაცარია

ტელეწამყვანი ირაკლი მაქაცარია და მისი მეუღლე, ლიზა ჩიჩუა საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობი სახეები არიან. ისინი ხშირად უზიარებენ გამომწერებს ოჯახურ კადრებს. საზოგადოების მხრიდანაც ინტერესი წყვილის მიმართ არასდროს წყდება.

ირაკლის და ლიზას ორი შვილი ჰყავთ, ვაჟი გიორგი და ცოტა ხნის წინ დაბადებული ნინა.

ირაკლი მაქაცარია და ლიზა ჩიჩუა ამ ზაფხულს თურქეთის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ კურორტ ბოდრუმში ისვენებენ. ისინი საზაფხულო ამინდისა და ლურჯი ზღვის ფონზე სოციალურ ქსელებში ულამაზეს ფოტოებს გვიზიარებენ, რომლებიც მათ მსუბუქ, განტვირთულ და მხიარულ განწყობას ამჟღავნებს. 

ლიზა ჩიჩუამ სოციალურ ქსელში გამომწერებს ახალი ფოტოები გაუზიარა.