
ასტროლოგი და ფსიქოლოგი გიორგი ლობჯანიძე სოციალურ ქსელში პერიოდულად პოსტებს აქვეყნებს, სადაც ასტროლოგიურ პროგნოზსა და გლობალური თემების მიმოხილვას აკეთებს.
მან ამჯერად მორიგი პოსტი გაავრცელა, სადაც ისრაელის მიერ ირანზე თავდასხმასთან დაკავშირებით საუბრობს:
„ირანმა სპარსული წარმოების მულტიფუნქციური ბალისტიკური გამანადგურებლებით შეუტია ისრაელს, მათ შორის რამდენიმე წუთის წინ წყალქვეშა ნავიდანაც გაუშვეს დამატებითი რაკეტები!
იერიში რამდენიმე ტალღად განივრცო. რა ხდება ამ წამს და რა ხდებოდა მთელი დღის მანძილზე ყველაზე ცხელ ზონაში - სწორედ ამ პოსტში ვისაუბრებ.
ირანს დღეს ნამდვილად დიდი დანაკარგები აქვს. მათთვის მძიმე პარასკევი გათენდა. საბრძოლო გენერალიტეტის გამორჩეული მაღალჩინოსნები სიცოცხლეს გამოასალმა სიონურმა რეჟიმმა.
დაძაბულობის პიკიდან მოყოლებული აქამომდე უამრავი ჭორ-მართალი ვრცელდება, მე კი ვეცდები ზუსტი და ტრადიციულად მიუკერძოებელი ინფორმაციები მოგაწოდოთ!
დილის საათებიდან დაწყებული საღამომდე, თითქმის 11 საათის განმავლობაში უწყვეტად მუშაობდა ებრაული ავიაცია. ქალაქებიდან დაიბომბა: თეირანი, შირაზი, ისპაჰანი, თავრიზი და სხვა ატომური ობიექტების მქონე პოლისები. მძიმე ვითარება იყო შექმნილი თავრიზში, სადაც განმეორებითი შეტევები არაერთხელ ვიხილეთ.
შუა დღისით, ნირწამხდარი სპარსელი მედრესეებიც სიტუაციის დარეგულირებას შეეცადნენ და შეძლეს 2 ებრაული ავიაგამანადგურებლის განეიტრალება, საპასუხოდ კი თავად მოისურვეს ცის გაკონტროლება, თუმცა უხარისხოდ.
ირანის სულიერმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ სასულიერო ფორმა გაიხადა და ჯარისკაცის ტანისამოსი მოირგო, რაც ნიშანი იყო სრულმასშტაბიანი ომის დაწყების, ეს მისმა ახლო მრჩეველმა და მეგობარმა ,,ალი ლარიჯანიმაც“ დაადასტურა.
დაზიანდა ირანული წარმოების ბალისტიკური რაკეტების გამშვები პუნქტებიც, თუმცა თავად მოსადმაც კარგად უწყის, რომ რაც ირანს ზედაპირზე აქვს, ასი მაგდენი მიწის ქვეშ ინახება, ამიტომ ირანელებთან ომი დიდ ძალისხმევას მოითხოვს. საღამოს პრესკონფერენციაზე კი ნეთანიაჰუმ პირდაპირ აღნიშნა რომ მოსალოდნელი იყო ირანისგან ძლიერი იერიშები, შესაბამისად მოსახლოებაც გაფრთხილებული უნდა ყოფილიყო.
ირანი, დიდი ალბათობით, მკაფიოდ ბევრი ოდენობის კომბინირებულ შეტევებს მოაწყობს მომდევნო საათების და დღეების მანძილზე ისრაელის მისამართით. ამ წამს 500-მდე ბალისტიკური რაკეტის სამი ტალღის ქვეშ მოექცა ებრაული ცის კაბადონი და მზადდება მორიგი მასობრივი იერიშები, რასაც ისრაელი მკაცრი და დამანგრეველი პასუხით ემუქრება.
სპარსელი მედრესეების ძლიერი მხარე სახმელეთო ომია, სადაც აშკარა უპირატესობა აქვთ, ხოლო ნეთანიაჰუს კი ზურგს ამერიკული ტექნიკა უმაგრებს. დღეს კი ირანის პარლამენტში სხდომაზე ლიდერებმა სულიერ უზენაეს ლიდერს სთხოვეს რომ გამოიყენოს ატომი ისრაელის წინააღმდეგ, ეს კი ეჭვებს ბადებს, რადგანაც ირანს ჯერ ატომი არ აქვს, მაგრამ ამ განცხადებით შესაძლოა ნაწილობრივ ატომური ქობინები აქვთ კიდეც.
ახლო აღმოსავლეთში, ნებისმიერი ომი, რაც კი ოდესმე ყოფილა და მომხდარა, ყველა იყო რელიგიური ნიშნისა და ხასიათის. სამწუხაროა, თუმცა ეს სიმართლეა! მათ შორის, ამჟამინდელიც. მესმის, რომ ეს ბევრი ადამიანისთვის რთული გასაგებია, თუმცა თუ თქვენ მოუსმენთ სხვა ექსპერტებსაც და არა მხოლოდ ქართველებს, ასევე გადახედავთ ისტორიას ძირფესვიანად, მაშინ მიხვდებით რაშიცაა საქმე.
ისრაელის ინტერესია გაერთმნიშვნელიანება და მოშიახის ინსტიტუტის აღზევება, ხოლო ირანელების კი მუსულმანური ლობის გრიმიტი. არც ერთია იდეალური და არც მეორე, მაგრამ სიონური რეჟიმის დროებითი წინსვლა დამანგრეველი იქნება, არა მარტო ირანისთვის... ამიტომ დროულად უნდა შეჩერდეს ეს ორივე ქვეყანა როგორმე!
ამ წამს ბომბები ჩამოცვივდა თელ-ავივშიც, ირანული საინფორმაციოს მტკიცებით და კადრებით მოსადის ერთ-ერთ შტაბ-ბინას მოხვდა ბომბი და თავად ისრაელის მე-13 არხის გაშუქებით თავდაცვის სამინისტროს შტაბამდეც მიაღწია რაკეტებმა. ზარალი ბოლომდე არ ვიცით, შესაძლოა დიდია ან მცირედი, მაგრამ გუმბათსაც უჭირს ბოლო ბოლო ამდენის მოგერიება.
დიდი ალბათობით, ღამის საათებში სპარსელები ძლიერ იმუშავებენ, თუმცა მოსალოდნელია მკაცრი პასუხიც. ამ დრომდე, სიტუაცია რჩება კრიტიკულად მძიმე!
ახლო აღმოსავლეთში ფართომასშტაბიანი ომი დაიწყო და ვინც ხართ, როგორც ირანის, ასევე ისრაელის მიმართულებით თხოვნა მექნება მიჰყევით სამთავრობო ინსტრუქციებს და ეცადეთ, რომ მონახოთ თავშესაფრები! გისურვებთ მშვიდობას!
მომდევნო დღეებში ისრაელის მხრიდან არც აიათოლა ალი ხამენეის ლიკვიდაცია იქნება გამორიცხული, ასევე არც ირანელთა მძლავრი პასუხები დააყოვნებს, სიღრმისეულად რთულია ითქვას, თუ როგორ განვითარდება მოვლენები, რადგანაც სიტუაცია უკონტროლოა.
ირანელებს შეუძლიათ ათასობით ჰიპერბგერითი მძლავრი იარაღის მიჯრით გამოყენება, სადაც სერიოზული პრობლემები შეექმნება ისრაელს, ხოლო ნეთანიაჰუს გუნდს კი აქვს რესურსი განაგრძოს დაწყებული საქმიანობა.
მოვლენების განვითარებასთან ერთად, მეც ვეცდები მოგაწოდოთ დროული მასალები!“, - წერს გიორგი ლობჯანიძე.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „ვტირი, ისეთი ბედნიერი ვარ...“ - რას წერს ნინა დრამა საქართველოზე და ქართველებზე
⭕ზოდიაქოს 4 ნიშანი, რომელსაც 2025 წელს დიდი ცვლილებები ელის
⭕„უმეტეს რაიონში მოსალოდნელია წვიმა...“ - 14 ივნისის ამინდის პროგნოზი