„ამ წუთის მდგომარეობით ირპენს უკრაინის შეიარაღებული ძალები აკონტროლებენ“, - ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში „ძალა ერთობაშიას“ ლიდერი დავით ქაცარავა ავრცელებს და რუსეთ-უკრაინის ომში დაღუპულ სამ ქართველ მებრძოლზე საუბრობს.
„ირპენი.
ამ წუთის მდგომარეობით ირპენს უკრაინის შეიარაღებული ძალები აკონტროლებენ.
ირპენი ის ქალაქია, რომლის გასათავისუფლებლად იბრძოდნენ და ქართველებიდან საკუთარი სიცოცხლე გაწირეს
დავით რატიანმა, გია ბერიაშვილმა, დავით გობეჯიშვილმა.
გმირები არ კვდებიან! დიდება გმირებს!“, - წერს დავით ქაცარავა.
ასევე დაგაინტერესებთ👇