ქართველი ემიგრანტი მაია დათუაშვილი ფეისბუკის ერთ-ერთ დახურულ ჯგუფში ემოციურ პოსტს აქვეყნებს, საიდანაც ირკვევა, რომ ის უცხო ქვეყანაში ძიძად მუშაობს. საკუთარ ფიქრებსა და ემოციებზე ემიგრანტი სოციალურ ქსელში საჯაროდ წერს.
„ერთი ჩვეულებრივი ადამიანი ვარ. უბრალოდ სხვის ქვეყანაში ძიძას მეძახიან...
ვუყურებ ჩემს ქალბატონს და ვხვდები, ის ფულით კარგავს შვილების სიყვარულს და მე ფულის გამო...
ისე გადის დღე, ბავშვებთან მშობლებს თითქმის შეხება არ აქვთ.
მე უფრო მეტი ვიცი მათზე. ვიცი რა უყვართ, რა მოსწონთ. ხშირად მეტირება ამ ყველაფერზე... შვილები ასე ახლოს გყავდეს და არ „იცნობდე“ საშინელებაა.
ქართველმა დედებმა სხვანაირი სიყვარული ვიცით. სხვანაირად ვეუბნებით შვილებს „დილა მშვიდობისას".
რამდენჯერ ჭიშკართან დავმჯდარვარ და გზაზე მიყურებია, როდის დავინახავდი ჩემს შვილებს სკოლიდან მომავალს. როგორ დავკოცნიდი იმ პატარა ნაბიჯებს წლებთან ერთად უკან დაბრუნება რომ შემეძლოს ვინ იცის.
ჩემი დახეული „კალოშები“ მენატრება, წვიმაში სულ რომ ფეხები მისველდებოდა...
აქ? აქ სხვანაირად ხდება, აქ ძიძები ხვდებიან ბავშვებს, აქ ძიძები იგებენ პირველ სიხარულს სხვისი შვილებისას.
- ეჰჰჰ! რაში ვიყიდები? ჩავეკითხები ჩემს თავს, ფულში?
მხოლოდ სიტყვები დაგვრჩა და მეტი არაფერი...
- როგორ ხარ, დე?!
- კარგად, შენ?
- მეც კარგად.. და ასე ტყუილში გადის წლები. კალენდარზე „ჭაღარა“ ჩნდება...
ღამით ვეღარაფერზე ვეღარ ვფიქრობ.
- ნუთუ დავიღალე?!
არა... არ მეპატიება.
ღმერთო, რა ცუდი ხვედრია. ფულში გაცვლილი მონატრება. გამარჯობა ჩემო ქალბატონო!
შენ შენს შვილებს ფულით კარგავ, მე კიდევ ფულის გამო მენატრებიან !!!“, - წერს მაია დათუაშვილი.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵ტრაგედია ნანა ლეჟავას ოჯახში - ჟურნალისტი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
🔵თბილისში ელექტრომომარაგება შეიზღუდება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი