Digest Logo

„ის მუქარა და ორგანიზებული ჯგუფური ძალადობა, რასაც განსხვავებული სქესობრივი ორიენტაციის ადამიანების მიმართ ანთხევს ბინძურ წვეროსანთა დაჯგუფება, არის ცხადი დანაშაული“ - მეგი კავთუაშვილი

1688904856
მასწავლებელი მეგი კავთუაშვილი

ორგანიზაცია „მშობლები განათლებისთვის“ აღმასრულებელი დირექტორი მეგი კავთუაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომლითაც ქვიარ თემს გამოხატვის თავისუფლებაში მხარს უჭერს და აცხადებს რომ მათ წინააღმდეგ ჩატარებული გუშინდელი აქცია დანაშაულია.

„ყველა ადამიანს აქვს თავისი პირადი ცხოვრების განკარგვის უფლება. ამაში არც ახალია რამე, არც უცნაური და არც დასაძრახი. ყველა ადამიანი თვითონ წყვეტს, როგორ იცხოვროს და ეს არავის საქმე არ არის, თუ მისი ქცევა სამართლებრივ ჩარჩოშია.

ქვიარ თემს შეკრების და გამოხატვის უფლებაც აქვთ; ჯანდაცვის სერვისებიც ეკუთვნით; განათლებაც უნდა მიიღონ, სამსახურიც დაიწყონ, ბედნიერი, დაფასებული ადამიანებიც შეიძლება იყვნენ, როგორც ოჯახებში, ისე საზოგადოებაში. ისევე, როგორც ყველა სხვა ადამიანი.

ის მუქარა და ორგანიზებული ჯგუფური ძალადობა, რასაც განსხვავებული სქესობრივი ორიენტაციის ადამიანების მიმართ ანთხევს ბინძურ წვეროსანთა დაჯგუფება, არის ცხადი დანაშაული და თუ ეს ვერ აღკვეთა სახელმწიფომ, ამაზე პასუხი მოეთხოვება შსს-ს. კი, ჯვრებით ცემაც ისეთივე დანაშაულია, როგორც სხვა საგნებით.

მათ მშობლებს არ უნდა ეშინოდეთ, რომ ვინმე მათ შვილს რამეს დაუშავებს. არც ხვალ და არც არასდროს.
მე არ უნდა მეშინოდეს, რომ ხვალ მორიგჯერ გადაგვახევს თავზე ადამიანის ფუნდამენტურ უფლებას ჩვენი სახელმწიფო.

რაც შეეხება ტერმინებს - "ოჯახის სიწმინდის ხელყოფა", "ქართულ ტრადიციების შეურაცხყოფა", "ქართველობის წართმევა", "ეკლესიის შეურაცხყოფა", "წაბილწვა", "გადაჯიშება" - ამ სიტყვებს ალტ-ინფო იმიტომ იყენებს, რომ იცის, ადვილად წამოეგება რიგითი ადამიანი, რომელმაც არ იცის, რომ გეი სხვისი ყურებით ვერ გახდები და ჰგონია, რომ მას ან მის შვილს რაიმე დაუშავდება, თუ ვინმემ გაბედა და თქვა, რომ განსხვავებულია.

მოკლედ, ხვალ TBILISI PRIDE FEST 2023 -ია, დახურულ ფორმატში. მე, რიგითი მოქალაქე, 2 შვილის დედა, რომელსაც უნდა მის ქვეყანაში არ დევნიდნენ, არ კლავდნენ და კოცონზე არ წვავდნენ განსხვავებულ ადამიანებს, მოვითხოვ შინაგან საქმეთა სამინისტროსგან, დაიცვას ეს ხალხი ორგანიზებული ბრბოს თავდასხმისგან.

დაიცვან მინიმუმ ისე, როგორც ლავროვის შვილს და მის "პადრუგებს" იცავდნენ ქართველი აქტივისტებისგან“, - წერს მეგი კავთუაშვილი.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵„ამ ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა არის სოციალური, პირადი და პროფესიული როლების არცოდნა“ - ნათია ფანჯიკიძე

🔵„იმ დღეს გავიგეთ, რომ ბატონი გენოს შვილის დაკრძალვა იყო, მოვიდა და იმღერა...“ - ნიკა წულუკიძე

🔵„ადამიანის რაობა სხვა კი არაფრით არის განპირობებული - ჩვენ აქამდე არსებულ გამოცდილებათა ჯამი ვართ“ - გიორგი კეკელიძე