Digest Logo

🎥 „ის ქალი არანაირად არ იყო ევროპელი და ევროპელი იყო ჩვენი პრემიერი, გასაოცარი დიპლომატია აჩვენა მან!“ - ნინო ნადირაძე Euronews-ის ინტერვიუზე

1793787028
ნინო ნადირაძე

ტელეწამყვანი და კლინიკა „ვივამედის“ გენერალური დირექტორი ნინო ნადირაძე Euronews-ის ვიდეოს ეხმაურება, სადაც საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ინტერვიუს დროს ჟურნალისტი მას პასუხის გაცემის საშუალებას არ აძლევდა და მუდმივად აწყვეტინებდა საუბარს. ნადირაძე პრემიერის სიმშვიდესა და მოთმინებას აფასებს.

„ჩემი პატივისცემა მინდა დავუფიქსირო ბატონ ირაკლი კობახიძეს, რომელმაც გასაოცარი, სასწორისეული დიპლომატია და მოთმინება გამოიჩინა გუშინ... მე რომ ვყოფილიყავი მის ადგილას, იქვე ვათრევდი თმით {ჟურნალისტს}, მაგრამ ბატონი ირაკლი კობახიძე ზის იქ, სადაც უნდა იჯდეს და შესაშური სიმშვიდით {გამოირჩევა}. არც გარეგნულად, არც ჩაცმით, არც დახურვით, არც ქცევით, არანაირად ის ქალი არ იყო ევროპელი და ევროპელი იყო ჩვენი პრემიერი. ჩემი პატივისცემა მას - აი ამ მოთმინებისთვის, ცოტა უნდა ვისწავლო“, - აცხადებს ნინო ნადირაძე.

ინციდენტი საზოგადოების განხილვის საგნად მას შემდეგ იქცა, რაც ინტერვიუს დროს ჟურნალისტის მხრიდან პრემიერისთვის კითხვებზე პასუხის არ მიცემისა და საუბარში უხეშად ჩაჭრის კადრები გავრცელდა.

ცნობისთვის, 3 ნოემბერს EURONEWS-ის მიერ ორგანიზებულ ევროკავშირის გაფართოების სამიტში საქართველოს პრემიერმა ირაკლი კობახიძემ მიიღო მონაწილეობა. მან სამიტზე ევროკავშირთან ურთიერთობებზე, საქართველოს ევროპულ ინტეგრაციასა და ბრიუსელის კრიტიკაზე ისაუბრა.

ნახეთ, ვიდეო 👇

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„თქვენ ერთმანეთის იმედი ხართ“ - სოცქსელების ვარსკვლავი ანამარია ბუთიაშვილი იუბილარია

🎥 როგორ აღნიშნა გია ბაღაშვილმა დაბადების დღე - კადრები წვეულებიდან

⭕„ურთიერთობის დალაგებისთვის შესაფერისი დღეა“ - 4 ნოემბრის პროგნოზი ფენშუის მიხედვით

✕