Digest Logo

„ის, რასაც სცენაზე თიკა ვერ ბედავდა, მედუზამ გაბედა“- თიკა ჯამბურია მეგა შოუში - „ვინ ვინ არის“ მონაწილეობაზე

1753768876
 თინა ჯამბურია.

ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ბრიტანული შოუს ანალოგი „ვინ ვინ არის“ მეოთხე სეზონის ფინალური ტური გაიმართა.

მეგა შოუს გამარჯვებული გახდა კენგურუ, რომლის ნიღაბი გია ბაღაშვილს ჰქონდა მორგებული. 

ფინალში ერთმანეთს ოთხი კონკურსანტი დაუპირისპირდა, რაც უპრეცედენტო შემთხვევა იყო.

მეგა შოუს „ვინ ვინ არის“ მეორე ადგილი პანტერამ დაიკავა და მისი ნიღაბი აჩიკო სოლოღაშვილს ჰქონდა მორგებული, მესამე ადგილის მფლობელი მედუზა გახდა. მისი ნიღაბი კი თიკა ჯამბურიას ჰქონდა მორგებული, ხოლო მეოთხე ადგილი დაიკავა ფარაონმა, მისი ნიღაბი მორგებული ჰქონდა ზურაბ მანჯავიძეს.

თიკა ჯამბურია სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სტატუსით დიდ ემოციას და მადლიერებას გამოხატავს იმ პროექტის მიმართ, რომელმაც მისი კიდევ ერთი დიდი ოცნება აასრულა და მიუზიკლებში მონაწილეობის შესაძლებლობა მისცა.

„2 თვეა ვმალავ ამ საიდუმლოს და ველოდები ამ წუთებს, როდის გაგიზიარებდით ამ ამბავს ....მთელი ცხოვრება ვოცნებობდი მიუზიკლების მსახიობი ვყოფილიყავი და ამ პროექტმა ჩემი კიდევ ერთი ოცნება აასრულა და დიდი მადლობა ამისთვის ზურა ფანქველაშვილს.

ის, რასაც სცენაზე თიკა ვერ ბედავდა მედუზამ გაბედა ))) მთელი ჩემი არსებით მიყვარს ეს პერსონაჟი და მადლობელი ვარ მისი, რომ მომცა შესაძლებლობა მთელი ჩემი ნიჭი და გრძნობები გადმომეტანა სცენაზე.

დიდი მადლობა გიორგი ედიშერაშვილს, რომელსაც ჩემი ნომრების რეჟისურა ეკუთვნის, უდიდეს შრომას და ენერგიას დებდა თითოეული ნომრის დადგმაში ....და მთელი ცხოვრება მადლიერი ვიქნები, რომ ასეთი სასწაული ნომრები დავდგით.

შოთა ბერიძე, მადლობა რომ ასე ზრუნავდი და მედუზაზე.

დიდი მადლობა Nino Tsitlauri Nino Chachava ana chimburidzes, რომლებმაც ჩემი ვოკალური შესაძლებლობები ბოლომდე ამოატივტივეს და მთელი არსებით მეხმარებოდნენ შენიღბვაში... მადლობა, თეა თელიას ჩემი ულამაზესი მედუზას შექმნისთვის და ყველაზე დიდი მადლობა ხათუნა გოჩაშვილი, ჩემს უერთგულეს პროდიუსერს, რომელმაც ყოველი წამი და წუთი ჩემთან ერთად გაიარა, გვერდში მედგა და მეხმარებოდა, ფაქტობრივად მედუზას ცხოვრებით იცხოვრა 2 თვე .... მიყვარხარ და მადლობა თქვენ, რომ ასეთ სასწაულ ვოკალისტებს მადარებდით“, - წერს თიკა

⭕  ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ „დიდი მადლობა ყველას, ვინც მგულშემატკივრობდით, თანაც ისე, რომ არ იცოდით, რომ ეს მე ვიყავი“ - გია ბაღაშვილი

⭕გაფრთხილება მოსალოდნელი ამინდის შესახებ - რა ინფორმაციას ავრცელებს გარემოს სააგენტო

მეგაშოუს „ვინ ვინ არის“ მეოთხე სეზონის გამარჯვებული კენგურუ გახდა - ნიღაბი გია ბაღაშვილს ჰქონდა მორგებული