Digest Logo

„ის რაც იყო ოცნება, ხვიჩამ და მამარდამ რეალობად აქციეს“ - ქართველი ფეხბურთელები დღეს ჩემპიონთა ლიგაზე „რეალს“, „ბაიერნსა“ და „იუვენტუსს“ დაუპირისპირდებიან

1762253605
ქართველი ფეხბურთელები

ჩემპიონთა ლიგის მორიგ ტურში დღეს ქართველი ფეხბურთელები ითამაშებენ.

გიორგი მამარდაშვილის „ლივერპული“ მადრიდის „რეალს“ უმასპინძლებს, ხვიჩა კვარაცხელიას „პსჟ“ კი მიუნხენის „ბაიერნს“. გიორგი ქოჩორაშვილის „სპორტინგი“ ტურინის „იუვენტუსს“ ესტუმრება.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში სპორტული გამოცემა GEO TEAM-ი ავრცელებს:

„ბიჭები, რომლებმაც დაგვაჯერეს, გახდნენ ქვეყნის ელჩები საზღვრებს გარეთ, დღეს მსოფლიოში ყველაზე დიდ საფეხბურთო საკლუბო სცენაზე ერთ დროს დაიწყებენ უდიდეს გუნდებში, უდიდესი გუნდების წინააღმდეგ თამაშს…  

ის, რაც იყო ოცნება, ხვიჩამ და მამარდამ რეალობად აქციეს.  

23:55 | ხვიჩა კვარაცხელია VS ბაიერნი  

23:55 | გიორგი მამარდაშვილი VS მადრიდის რეალი  

23:55 | გიორგი ქოჩორაშვილი VS იუვენტუსი“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში. 

 აგრეთვე დაგაინტერესებთ:

3 ზოდიაქოს ნიშანი, რომლებიც 4 ნოემბრიდან დიდ ფინანსურ წარმატებას მიიზიდავს

„ვაუ, სექსუალური და ძალიან ცხელი...“ - როგორ გამოიყურებოდა „ჰელოუინზე“ მარიამ სანოგო

„შეისმინე გულის ხმა, რათა სულიერი სიმშვიდე იპოვო...“ - რა გავლენას მოახდენს სავსემთვარეობა ზოდიაქოს თითოეულ ნიშანზე