Digest Logo

„ისე მინდა რომ ცოცხალი იყო... ძალიან მენატრები, არა მარტო როგორც მამაჩემი, არამედ როგორც ქართველი მოღვაწე“ - კახა ბენდუქიძის შვილის ემოციური წერილი

1650475134
ანასტასია და კახა ბენდუქიძეები

დღეს ბიზნესმენის, საქველმოქმედო ორგანიზაცია ცოდნის ფონდის დამფუძნებლის, თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, კახა ბენდუქიძის დაბადების დღეა. ის 66 წლის გახდებოდა. აღნიშნულთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში გარდაცვლილის შვილი ემოციურ პოსტს აქვეყნებს და მამას დაბადების დღეს იმიერში ულოცავს.

„გილოცავ, მა.

წელს 66 ხდები და ისე მინდა რომ ცოცხალი იყო... ძალიან.

ბევრი რამე მინდა გკითხო, გაჩვენო როგორ ვვაჭრობ ქართულ ენაზე ლილოზე („მუქთად" არის ჩემი საყვარელი სიტყვა) და სანნი როგორ გგავს.

სხვათა შორის, კახა ბენდუქიძე როგორი ბაბუ იქნებოდა? მე ვფიქრობ, რომ ქართველი ბებიებისნაირი - „ჩვენი ბიჭი ყველაზე ჭკვიანია და საყვარელია".

ძალიან მენატრები, არა მარტო როგორიც მამაჩემი, არამედ როგორც ქართველი მოღვაწე. ძალიან გვაკლიხარ საქართველოში / მსოფლიოში.

პ.ს. ვგიჟდები შენს სტილზე ამ ფოტოზე. უფრო კარგი ამინდი რომ იქნება, მეც ასე მინდა ვიყო ჩაცმული“, - წერს ანასტასია ბენდუქიძე.

ასევე დაგაინტერესებთ👇

🎥 „მთელი თვე არ მძინებია. იმ მიზანს, რაც მქონდა, მივაღწიე“ - გიორგი ღოღობერიძე

🔵„მტრად რომ აცხადებ ქვეყანას, იმის „ტურისტები“ რად გინდა? ტურისტი ყველგან იმისთვის ჩადის რომ გაერთოს! „პატრიოტიზმიც“ თქვენთვის პაკაზუხობაა“ - ბაკურ სვანიძე

🔵„ერთმანეთს გვერდიდან წუთითაც არ შორდებოდნენ. ჯერ ნუგზარი დაიღუპა. დაიბარა, როცა მოვკვდები, ნუგზარის გვერდით დამკრძალეთო“ - ზაირა მიქატაძის ემოციური პოსტი