ბლოგერი და „პრაიმ ჰაუსის“ გამარჯვებული გურამ შეროზია სოციალურ ქსელში ლიფტში გადამხდარ ისტორიაზე წერს და სახალისო პოსტს აქვეყნებს, რომელიც უცნობ გოგოს უკავშირდება.
„წინა კვირაში ვიღაცამ დამიწერა: წეღან ჩამიარეთ, ისე მინდოდა ჩახუტება და ვერ გავბედეო. მეთქი რას ამბობთ, მოდით ხოლმე, გამიღიმეთ და ჩახუტებაც ძალიან მიყვარს -მეთქი…
ჰოდა, გუშინწინ ლიფტში გოგომ - უი, როგორ მიყვარხარ, იმდენს გიმესიჯებდიო. ჯერ სელფის გადაღებისას ისე მომაჯდა წინიდან და მერე ყელში ისე ვნებიანად მაკოცა და ცხელი სუნთქვითაც მიმაბუგა, რომ ახლაც ვეღარ გამოვდივარ შოკიდან.
არ მოგერიდოთ, გამიღიმეთ და ჩამეხუტეთ -მეთქი, ის კი არ მიგულისხმია - სადაც მნახავთ იქვე ჩამატ*ანით -მეთქი, რა ვიცი. ახლა მთლად ნატურით ნუ ამოიღებთ ყველა გახარჯულ ესემესს.
P.S. ულვაში კი მოვუშვი, მაგრამ მართლა ატეხილი მუსტაფა კი არ ვარ, ეს იყო ხუმრობა“, - წერს გურამ შეროზია.
ასევე დაგაინტერესებთ👇
🎥 „რა ლამაზი ხარ“ - ორსული ნანუკა გუდავაძე ახალ ვიდეოს აქვეყნებს