20 იანვარს, ღამის საათებში, საგარეჯოში, ერთ-ერთი კორპუსის აივნიდან შეიარაღებულმა პირმა ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლა დაიწყო. მომხდარი სროლის შედეგად დაიჭრა 5 პირი, რომლებიც „ჯეო ჰოსპიტალის“ კლინიკაში გადაიყვანეს, ასევე გარდაცვლილია 6 ადამიანი.
გარდაცვლილთა შორის ერთ-ერთი ოთარ ღვინაშვილია, რომელიც გავრცელებული ინფორმაციით, გადასარჩენად სხვას გადაეფარა.
„გმირი მამა მყავდა“ - რას წერენ საგარეჯოში მოკლული პოლიციელის შვილები
გარდაცვლილი პოლიციელის შესახებ სოციალური ქსელის მომხმარებელი, მაკა კომლაძე ემოციურ სტატუსს აქვეყნებს:
„ოთო ერთხელ ვნახეთ ზაფხულში… ბეილი რომ მომიკლეს იმ ღამეს, საგარეჯოს პოლიცია მოვიდა. წაგვიყვანეს მე, ბასა და მეზობლები და გამთენიამდე იქ ვიყავით, დაკითხვაზე.
ისეთი ოქრო ბიჭი, პროფესიონალი, დარდობდა ოჯახს კვირაში ერთხელ თუ ვნახულობო… სულ აქ ვარ, საგარეჯოშიო, მალე უნდა გადავიდე თბილისშიო და უხაროდა, ორი შვილი მყავს და ჩვენც გვყავს ძაღლიო და ის რომ ვინმემ მომიკლას, ხომ გავაფრენო. ისე თბილად დავემშვიდობეთ ერთმანეთს, ირაკლიმ და ოთომ ნომრებიც გაცვალეს, ხელი ჩამოართვეს ერთმანეთს და დღეს დილას ოთოს ამბავს ვიგებ….
ისე ვბღავი ისე …. სულ ის ღამე მახსენდება“, - წერს მაკა კომლაძე.
ცნობისთვის, 20 იანვარს, ღამის საათებში, საგარეჯოში, ერთ-ერთი კორპუსის აივნიდან შეიარაღებულმა პირმა ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლა დაიწყო. მომხდარი სროლის შედეგად დაიჭრა 5 პირი, რომლებიც „ჯეო ჰოსპიტალის“ კლინიკაში გადაიყვანეს.
გარდაცვლილია 6 ადამიანი, მათ შორის, ერთი პოლიციელი და ასევე, თავდამსხმელი, რომელმაც სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
თავდამსხმელი, 49 წლის ყოფილი სამხედრო პირი და საგარეჯოს მკვიდრი, ნოდარ ათუაშვილი გახლდათ.
ის თავდაცვის სამინისტროში, 2006 წლიდან, 15 წლის განმავლობაში მსახურობდა. ნამყოფი იყო ავღანეთის სამშვიდობო მისიაშიც. თავდამსხმელი ბოლო 5 წლის განმავლობაში იმ კორპუსში ცხოვრობდა, საიდანაც ისროდა.
რა გახდა მისი მხრიდან უმისამართო ცეცხლის გახსნის მიზეზი? რამდენად მყარი იყო მისი ფსიქიკური მდგომარეობა? ამ კითხვებს ახლა გამოძიებამ უნდა გასცეს პასუხი.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵 საგარეჯოში მოკლული ოთხი ახალგაზრდის ვინაობა ცნობილია
🔵 „მინდა კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ბედს, რომ ჩვენ ერთმანეთს შეგვახვედრა“ - ია ფარულავა