20 იანვარს, ღამის საათებში, საგარეჯოში, ერთ-ერთი კორპუსის აივნიდან შეიარაღებულმა პირმა ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლა დაიწყო. მომხდარი სროლის შედეგად დაიჭრა 5 პირი, რომლებიც „ჯეო ჰოსპიტალის“ კლინიკაში გადაიყვანეს, ასევე გარდაცვლილია 6 ადამიანი.
მათ შორის ერთ-ერთი ზაქრო მათიაშვილი იყო, რომელიც საქართველოს წითელი ჯვრის მოხალისე იყო საგარეჯოდან.
წითელი ჯვარი ტრაგედიის შესახებ განცხადებას ავრცელებს.
საგარეჯოში მოკლული ოთხი ახალგაზრდის ვინაობა ცნობილია
„საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება ღრმა მწუხარებას გამოთქვამს საგარეჯოში მომხდარი შემზარავი ტრაგედიის გამო, რომელმაც ხუთი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.
ვუსამძიმრებთ ტრაგიკულად დაღუპულთა ოჯახის წევრებს, ახლობლებს და სრულიად საქართველოს.
გარდაცვლილთა შორის არის ზაქრო მათიაშვილი, გამორჩეულად ლაღი, ღიმილიანი, სითბოთი და სიკეთით სავსე, იმედიანი, ერთგული, მებრძოლი და სიცოცხლის მოყვარული, ჩვენი დიდი ოჯახის ღირსეული წევრი, სამაგალითო მოხალისე საგარეჯოდან
მადლობა რომ მუდამ იყავი ჩვენს გვერდით ჭირსა თუ ლხინში“ - წერია „წითელი ჯვრის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ცნობისთვის, 20 იანვარს, ღამის საათებში, საგარეჯოში, ერთ-ერთი კორპუსის აივნიდან შეიარაღებულმა პირმა ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლა დაიწყო. მომხდარი სროლის შედეგად დაიჭრა 5 პირი, რომლებიც „ჯეო ჰოსპიტალის“ კლინიკაში გადაიყვანეს.
გარდაცვლილია 6 ადამიანი, მათ შორის, ერთი პოლიციელი და ასევე, თავდამსხმელი, რომელმაც სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
თავდამსხმელი, 49 წლის ყოფილი სამხედრო პირი და საგარეჯოს მკვიდრი, ნოდარ ათუაშვილი გახლდათ.
ის თავდაცვის სამინისტროში, 2006 წლიდან, 15 წლის განმავლობაში მსახურობდა. ნამყოფი იყო ავღანეთის სამშვიდობო მისიაშიც. თავდამსხმელი ბოლო 5 წლის განმავლობაში იმ კორპუსში ცხოვრობდა, საიდანაც ისროდა.
რა გახდა მისი მხრიდან უმისამართო ცეცხლის გახსნის მიზეზი? რამდენად მყარი იყო მისი ფსიქიკური მდგომარეობა? ამ კითხვებს ახლა გამოძიებამ უნდა გასცეს პასუხი.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
„ტყვიას რომ დაგახლიან, ხარ მოკლული და არა გარდაცვლილი“ - რას წერს ჟურნალისტი
⭕ქალის მდგომარეობა მძიმეა - საგარეჯოში სროლის შედეგად დაჭრილები კლინიკაში გადაიყვანეს
⭕🎥 საგარეჯოში შეიარაღებულმა პირმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა
⭕გავრცელებული ინფორმაციით, საგარეჯოში ერთ-ერთ კორპუსში შეჭრილმა კაცმა რამდენიმე ადამიანი მოკლა