Digest Logo

„ისეთ ამაზრზენ ვიდეო მონტაჟს ავრცელებენ ჩემზე ჩათებში, პორნო საიტებზეც რომ აღარ დებენ“ - ვის წინააღმდეგ შეაქვს სასამართლოში სარჩელი ბაბი კირკიტაძეს?

1701968859
ბაბი კირკიტაძე

„ღამის შოუს ბენდის“ მომღერალი ბაბი კირკიტაძე ბოლო დროს საზოგადოების ნაწილის მხრიდან არაერთხელ გამხდარა ბულინგის მსხვერპლი.

მას გარეგნობის თუ ჩაცმის გამო მწვავედ აკრიტიკებენ.

ამჯერად მომღერალი სასამართლოში ჩივილს აპირებს, რადგან მისი თქმით უხამსი ვიდეო ვრცელდება, რომელიც კონკრეტულმა ადამიანებმა დააუმონტაჟეს და შემდეგ სოციალურ ქსელში „ჩატებში“ გაავრცელეს.

„ვერასდროს წარმოვიდგენდი, თუ მსგავსი რამის დაწერა მომიწევდა, მაგრამ როგორც ჩანს ადამიანების ბოროტებას საზღვარი არ აქვს !!!
პირობას გაძლევთ, ადრე თუ გვიან ყველას პასუხი მოგეთხოვებათ, დამმონტაჟებელსაც და თითოეულ გამავრცელებელსაც ამ ცილისწამებისთვის !
ვერც ჩურჩულით დადებული ხმა გიშველით და ვერც შუაში “სპიშკით” გადაფარული და დამონტაჟებული საზიზღრობა ფეიკით შემაშინებთ ..!!!
ყველასთვის გასაგები რომ იყოს: ჭორებით, დაცინვით და ათასი საშინელებით რომ ვერაფერი მიქნეს, ახლა ისეთ ამაზრზენ ვიდეო მონტაჟს ავრცელებენ ჩემზე ჩათებში, პორნოსაიტებზეც რომ აღარ დებენ.
მე ამასაც გავუძლებ, ამასაც რაღაცნაირად გადავიტან.
იმ საზიზღრობის შემქმნელებს და გამავრცელებლებს რაც შეეხებათ, ისინი მთელი თავისი ცხოვრება თავისივე ბოროტებაში და ბოღმაში ჩაიხრჩობიან.
აუცილებლად შევიტან სარჩელს და მანამ არ გავჩერდები, სანამ ყველა დამნაშავე პასუხს არ აგებს !“,- წერს ბაბი კირკიტაძე.

აგრეთვე დაგაინტერესებთ: 

🎥 „როგორ ვამაყობ ასეთი დედამთილი რომ მყავს“ - რა ვიდეოს აქვეყნებს თამო ვაშალომიძე

🔵„არანორმალურად გამიმართლა შენ რომ შემხვდი ჩემი ცხოვრების გზაზე“ - ნოე სულაბერიძის მილოცვა ჯანეტს

🔵„ყველაზე, ყველაზე ლამაზი“ - გიორგი მამარდაშვილის საცოლე ახალ ფოტოებს აქვეყნებს