Digest Logo

„ისეთ ამბავს შევესწარი, არ შემეძლო, არ გამეზიარებინა… უთხრა, თუ არ იუხერხულებთ, თანხას მე დაგიმატებთ და ანალიზები დღეს გაიკეთეთო“ – ავტობუსში მომხდარი ემოციური ამბავი

1724994713
თეონა პაპიძე

ინტერნეტსივრცეში სოციალური ქსელის ერთ-ერთი მომხმარებლის ემოციური სტატუსი ვრცელდება – მოქალაქე თეონა პაპიძე წერს ავტობუსში მომხდარი ფაქტის შესახებ, რომელსაც რამდენიმე დღის წინ, საზოგადოებრივ ტრანსპორტში შეესწრო.

„დღეს ისეთ ამბავს შევესწარი, არ შემეძლო, არ გამეზიარებინა. ქალბატონი საუბრობდა ტელეფონით ავტობუსში – ახლობელს უხსნიდა, ანალიზებისთვის ფული არ მეყო და უკან ვბრუნდები, ტყუილად ამოვედი, ხვალ უნდა ამოვიდეო (ონკოპაციენტი იყო, ასე ჩანდა საუბრიდან).

ამ ადამიანმა, ავტობუსის მძღოლია, უთხრა, თუ არ იუხერხულებთ, რაც გაკლდებათ, მე დაგიმატებთ მაგ თანხას და დღეს გაიკეთეთ ანალიზებიო. ქალმა ტირილი დაიწყო, სად გნახო მერე, როგორ მოგცეო, არ მინდაო – მძღოლმა მიუგო, არც ისე ცოტა თანხა აჩუქა.

გული სიხარულით ამევსო, ძალიან სასიამოვნოა სიკეთის მომსწრე გახდე. სანამ არსებობენ ამ ადამიანისნაირი კეთილი ადამიანები, ქართველები არ გადავშენდებით. ღმერთმა ამრავლოს თქვენისთანა ხალხი. იცნობდეთ ბაჩო გაბაძეს (ფოტოს გადაღება ვთხოვე, აფიშირებისთვის არ გამიკეთებიაო, წინააღმდეგი იყო, მაგრამ ძალიან ვთხოვე“, – წერს თეონა პაპიძე.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

⭕ „ბედნიერი ვარ, რომ შენი სიცილის ხმა ვიცი... ბედნიერი ვარ, რომ ჩემს დანახვაზე შენი პატარა სახე ნათდება“ - ნატალია ყიფშიძე ძმას იუბილეს ულოცავს

⭕ „ხატია არის ამორძალი, რომელიც ყოველთვის ცდილობს ისე დაალაგოს თავისი ცხოვრება, როგორც თავად უნდა... მინდა, რომ ყველაფერი ჩემი კონტროლის ქვეშ იყოს“ - ხატია სიჭინავა ოჯახზე, საქმიანობასა და ურთიერთობებზე

⭕„ასეთი ბედნიერი გიო არ მინახავს, ასე დაგვემშვიდობა და მოგვეფერა... გვენატრები კეთილო ადამიანო“ - დავით ოქიტაშვილი, გიო ხუციშვილს დაბადების დღეს ულოცავს