
ასტროლოგი და ფსიქოლოგი გიორგი ლობჯანიძე სოციალურ ქსელში პერიოდულად პოსტებს აქვეყნებს, სადაც ასტროლოგიურ პროგნოზსა და გლობალური თემების მიმოხილვას აკეთებს.
მან ახლახან მორიგი საინტერესო პოსტი გაავრცელა, სადაც წმინდა გიორგის დღესასწაულთან დაკავშირებით წერს და საზოგადოებას ულოცავს:
„როგორც ვახუშტი ბატონიშვილი აღნიშნავს: „არ არსებობს ბორცვი და მაღალი გორა, რომელზედაც არ იდგეს წმინდა გიორგის ეკლესია“.
მარტვილობის დასაწყისი ძველი სტილით 10 ნოემბერი და აღსასრული 23 აპრილი, ხოლო ახ.სტილით. 23 ნოემბერს დაწყებული მარტვილობა 6 მაისს დასრულდა.
ისტორიულად საქართველოს მეფეების საბრძოლო გერბზეც სწორედ იგია გამოსახული. წინათ კი დიდმოწამის ხატი ქართული ლაშქრის დროშებზე აბრეშუმით იყო ამოქარგული და ასევე მეომართა საბრძოლო ფარებზეც იყო ამოტვიფრული. პირველად კი მეფე გიორგი III დროს გვხვდება მისი განმასახიერებელი სიმბოლოები და შემდგომ აქტიურად იკიდებს ფეხს ქართულ კულტურაში.
ბრძოლის დროს რამდენჯერ შესწევია ჩვენს ჯარს: საინტერესოა, წყაროებიდან ჩანს, რომ ერთ-ერთ ომში ქართველთა ლაშქარი იმ მთის წვერზე დაბანაკდა, სადაც წინდა გიორგის ეკლესია იყო აგებული და გულმხურვალედ ევედრებოდა ჯარი მოსალოდნელ ბრძოლაში დახმარებას. მართლაც წმინდანი შეეწია ჯარს, ხოლო მოგებული ომით გახარებულნი პარაკლისის გადასახდელად შეიკრიბნენ, მაშინ როცა შავნაბდიანი მხედარი სულ გაბრწყინდა. ჯარმა ამოიცნო წმინდანი, ხოლო მთის წვერზე აშენებულ ეკლესიას შავნაბადას წმინდა გიორგის ეკლესია უწოდეს.
აწამეს, იმიტომ, რომ მან არ აღიარა „ცრუ ღმერთები“, ის დამთავრებული სისტემა, რაც მორჩა მრავალი საუკუნის წინ და არ გაცვალა იმ „ე.წ ღმერთებზე" რეალურად ჭეშმარიტი ღმერთი და მხსნელი, რასაც მოჰყვა შემდგომი აღსასრული.
მას არ მოუხმობენ მხოლოდ ბრძოლის დროს. წმინდა გიორგი ესაა სიმტკიცე, შინაგანი სიმყარე და ზეციური სიყვარულის სრული ეგზალტაცია.
ხატზე გამოსახული ამხედრებული წმინდა გიორგი სრულქმნილი ბუნებაა და შემსრულებელი სამივე ჰიპოსტასის სიტყვისა, ფეხქვეშ გაგებული ურჩხული კი უგუნური, დაცემული ადამიანის გამომხატველი, რომელიც უნდა ტრანსფორმირდეს ჭეშმარიტი არსისა და სიყვარულისკენ ან გაეშუროს საბოლოოდ წარწყმედისკენ.
ყველას ისეთ ერთგულებას, გამძლეობას და უდრეკ ხასიათს გისურვებთ, რაც ამ წმინდანმა გამოამზეურა წამებისას. გფარავდეთ ლომისის, ილორის, სარკის, შავნაბადას და 365 წმინდა გიორგი, მისი ძალა და მადლი გეწეოდეთ ყველას!“, - წერს გიორგი ლობჯანიძე.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ: