
ქართველი ლიტერატურათმცოდნე, მწერალი, ესეისტი, „ღვინის კლუბის“ ერთ-ერთი დამაარსებელი და პრეზიდენტი, გაზეთ „მარანი-Weekend“-ის მთავარი რედაქტორი მალხაზ ხარბედია 51 წლის ასაკში გარდაიცვალა.
სამწუხარო ინფორმაციას ჟურნალისტი სალომე ასათიანი გამოეხმაურა და გარდაცვლილ მეგობარს ემოციური პოსტი მიუძღვნა:
„მანამდეც ვიცნობდი, მაგრამ ამ საღამოს ძალიან დავმეგობრდით, უეცრად იმდენი საერთო აღმოგვაჩნდა გაუჩერებლად ვლაპარაკობდით. ჩემი შვილი პატარა იყო, ამ ფოტოზეც ჩანს როგორი დაღლილია და მგონი ბოლოს იმ ბარშივე ჩაეძინა, ვერაფრით წავიყვანე სახლში დროულად.
მას მერე მახოს სულ სითბო და სინათლე შემოჰქონდა ჩემს სივრცეში - როგორც ყველა ადამიანის სივრცეში, ვისთანაც ახლობლობდა. ისეთ მომენტებში იცოდა შემოხმიანება და ორი-სამი უზუსტესი სიტყვით შენი გამხნევება, როცა ეს ძალიან გჭირდებოდა.
მახოსთან ახლობლობა ბედისწერის საჩუქარი და დიდი იმედი იყო - ბრწყინვალე ინტელექტის, დიდი ცოდნის, ყველასგან განსხვავებული იუმორის და გემოვნების მიღმა, მახო იყო საოცარი ადამიანი - ყველაზე სწორი, კეთილშობილი, ერთგული და მზრუნველი და სულ გამორჩეულად მეყვარება, სადაც უნდა იყოს“, - წერს სალომე ასათიანი.
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „მე შენზე გაბრაზებული ვარ...“ - ჯანეტ ქერდიყოშვილი ანნას უსაყვარლეს კადრებს გვიზიარებს