Digest Logo

„ისეთი გაოგნებული კომენტარები მხვდება კეზერაშვილზე თითქოს არც ბიზნესების ახევა გსმენიათ, არც ის გაგიგიათ 24 წლის ბიჭი თანამდებობებზე ყოფნის მერე უცებ მილიონერად რომ გავიდა პოლიტ არენიდან“ - თინა ხიდაშელი

1681364133
თინა ხიდაშელი და დავით კეზერაშვილი

თავდაცვის უწყების ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი, ამავე უწყების, ასევე ყოფილი მინისტრის დავით კეზერაშვილის შესახებ ბრიტანული გავლენიანი გამოცემის მიერ მომზადებული მასალის ეთერში გასვლის შემდეგ საზოგადოების ნაწილის რეაქციას ეხმიანება.

🔵არ ვაპირებ, უყურადღებოდ დავტოვო ის ზიანი, რასაც ეს მასალა მე მაყენებს - დავით კეზერაშვილი „ბიბისის“ ჟურნალისტურ გამოძიებაზე

ხიდაშელს კეზერაშვილის მხილებაზე მეტად იმ ადამიანების რეაქცია აოცებს, რომლებისთვისაც ყოფილი მაღალჩინოსნის საქმიანობა მოულოდნელი იყო და აღნიშნავს, რომ თავისი დანაშაულები კეზერაშვილს არასდროს დაუმალავს, უბრალოდ ადამიანები მას სათანადოდ არ უსმენენ რომ სწორი დასკვნა გამოიტანონ.

„ორი დღე არ დაიტოვებით. ისეთი გაოგნებული კომენტარები მხვდება კეზერაშვილზე თითქოს არც ბიზნესების ახევა გსმენიათ, არც ის გაგიგიათ 24 წლის ბიჭი თანამდებობებზე ყოფნის მერე უცებ მილიონერად რომ გავიდა პოლიტ არენიდან მის ბოლო ინტერვიუს მაინც უსმინეთ თავად ჰყვება ყველაფერს! სულ ყველაფერს, უბრალოდ ცოტა უნდა მოინდომოთ რომ გაიგოთ აი აღფრთოვანებულ ოცნების მომხრეებს კი როგორ არ გიტყდებათ რომ BBC დასჭირდა იმას რაც თქვენმა სათაყვანო პროკურატურა-სასამართლომ ვერ შეძლო? და არასოდეს რომ არ გაქვთ კითხვები როგორ ხდება ასეთი ამბები შესაძლებელი“, - წერს თინა ხიდაშელი.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵დღეს დიდი ხუთშაბათია - 5 რამ, რაც ამ დღეს უნდა გააკეთოთ

🔵დღეს დიდი ხუთშაბათია - ყველაფერი რაც ამ დღეზე უნდა იცოდეთ