სოციალური ქსელის მომხმარებელმა ანუკა დადუნაშვილმა ფეისბუკზე კვების ობიექტში „ენდორფინი“ გადაღებული ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ჩანს თუ როგორ დარბის თაგვი. აღნიშნულ კადრებს საზოგადოების დიდი ინტერესი მოჰყვა.
„სანამ ბრძნული ბრტყელ-ბრტყელი სიტყვებით დაიწყებთ ჩვენს ემიგრანტებზე ან ნებისმიერ ჩვენს მოქალაქეზე საუბარს (ნეგატიურ კონტექსტში) და სანამ ახალ-ახალი ფილიალების გახსნაზე ალაპარაკდებით, 21 საუკუნეში თბილისის ცენტრში, შუა ჭავჭავაძეზე ანტისანიტარიის ზეიმი არ უნდა გქონდეთ.
სამარცხვინოები ხართ, ენდორფინი • endorphin.
აბა მიდით ჩემს პოსტზეც მოთაგეთ ტელევიზიები“, - წერს ანუკა დადუნაშვილი.
მას შემდეგ რაც სოციალური ქსელი ამ კადრებმა მოიცვა და ყველა უკმაყოფილებას გამოთქვამდა, „ენდორფინმა“ თავის მართლება დაიწყო და ეს ფაქტი დისკრედიტაციად ჩათვალა. მოგვიანებით კი საგანგებო განცხადებაც გაავრცელა.
„დილიდან ენდორფინში სურსათის სააგენტო შემოვიდა!
როგორც მოგეხსენებათ, სცენარის ოპერატორი და დამდგმელი რეჟისორი, რომელმაც დაახლოებით 1 წლისა და 7 თვის წინ დადგა სცენარი და გადაიღო, პერიოდულობით (6 თვეში ერთხელ) სოციალურ ქსელებში ათავსებს ერთსა და იგივე ვიდეოს როგორც ახალს, თუ როგორ შემოვიდა ენდორფინში თაგვი და ცდილობენ ენდორფინის დისკრედიტაციას!
გუშინ, 19 ივლისს განმეორდა იგივე ფაქტი, დადეს 1.7 წლის წინ დადგმული ვიდეო როგორც ახალი, რამაც გამოიწვია სურსათის ეროვნული სააგენტოს აფეთქება ზარებით არაინფორმირებული მომხმარებლების მიერ, დღეს გამთენიისას ჩვენზე ადრე მოვიდა მთელი სურსათის სააგენტო აქ, ენდორფინში!
ავტვირთავთ სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ჩატარებული შემოწმების შედეგებს!
აქვე დავამატებთ, რომ სოციალურ ქსელში შექმნილია ყალბი „ექაუნთები“, თითქოს ენდორფინის თანამშრომლები პასუხობენ მომხმარებლებს, ეს ექაუნთები პასუხობენ უხეშად და შეურაცხყოფას აყენებენ მომხმარებლებს, როგორც ენდორფინის თანამშრომლები, დავდებთ რამდენიმე „სქრინს“ და გთხოვთ ყველას, ვიდრე მასას აჰყვებით თითოეული დაფიქრდით და გააანალიზეთ ამა თუ იმ პასუხის ადეკვატურობა და ხარისხი, რადგან რთული არ უნდა იყოს იმის მიხვედრა, რომ შეგნებულად არიან ეს ბოტები და ტროლები ჩართული ენდორფინის დისკრედიტაციაში.
თუ რატომ აკეთებენ ამას, ჩვენ დღემდე ვერ გაგვიგია და დასკვნები თავად გამოიტანეთ. ბოლოს,
ენდორფინს არ ეშინია მსგავსი გამოწვევების, ჩვენ მზად ვართ გავაგრძელოთ ხარისხიანი მომსახურება, ხარისხიანი პროდუქციის წარმოება, მაღალი სამომხმარებლო კულტურის სტანდარტების დანერგვა.
ერთ-ერთი პირველი კომპანიაა ენდორფინი, სადაც თანამშრომლებს საათობრივი ანაზღაურება აქვთ.
უახლოეს დღეებსა და კვირებში გელით უამრავი სიახლე, ვამატებთ ხინკალს და კიდევ რამდენიმე ახალ
პროდუქტს. ენდორფინი მუდამ იყო და იქნება ხარისხის ერთგული“, - წერია „ენდორფინის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ასევე დაგაინტერესებთ:
🔵საჯარო ტრანსპორტიდან ჩამოსვლისას იძულებით მოიტაცეს - რას წერს სამირა ბაირამოვა